საზოგადოება რას ყვებიან ადამიანები, რომლებიც "ერთსქესიანთა" ოჯახებში გაიზარდნენ - უნიკლაური პროექტი 2016, 15 მარტი, 14:14 ![]() ფოტოგრაფი გაბრიელა ჰერმანი ოთხი წელი მუშაობდა პროექტზე იმ ადამიანების შესახებ, რომელთა "მშობლები" ლგბტ საზოგადოებას მიეკუთვნებიან. ყველა მათგანი, მათ შორის თავად ფოტოგრაფი, რომელმაც საკუთარი ისტორიაც შეიტანა აღნიშნულ პროექტში, აშშ-ს მოქალაქეა. 1. ჰიუპი, გაიზარდა ორ მამასთან, ნიუ-იორკში. ![]() "მეგობრებისა და ნათესავების ოჯახების შემხედვარე, ვხვდებოდი, რომ ჩემი ოჯახი არ არის ეტალონი. მესმოდა, რომ სხვებს გვერდით ჰყავდათ ადამიანი, რომელსაც ეძახდნენ დედას. მაგრამ მე არასოდეს მიგრძვნია რაიმეს დანაკლისი და არ დავტანჯულვარ იმის გამო, რომ არ ვიცნობ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს, თუმცა კი ხშირად ვფიქრობდი მათზე. ვთვლი, რომ ჩემი გამზრდელი მშობლები ძალიან ყოჩაღები არიან და ძლიერ ქალად გამზარდეს. ზოგჯერ ვუფიქრდები, საიდან მოვხვდი მათთან, მაგრამ მალევე მიქრება ინტერესი, რა აზრი აქვს..." 2. პენსილვანიაში მცხოვრებ მარკს მამა საკუთარ არატრადიციულ ორიენტაციაში კოლეჯში წასვლის წინ გამოუტყდა. ![]() "მამაჩემი გეია. ადრეც მესმოდა ეს, მაგრამ მხოლოდ ახლა ვიგრძენი მზად თავი იმისთვის, რომ სხვების თანდასწრებით ვაღიარო. ასევე ყოველთვის ვიცოდი, რომ თავადაც გეი ვარ - ეს დამეხმარა მამისთვის გამეგო. ყოველთვის ვამჩნევდი, როგორ ცდილობდა მამაჩემი დაემალა საკუთარ ქცევებსი ქალური მომენტები, ისევე, როგორც მე. უნდოდა ფეხი ფეხზე გადაედო და უცბად შეჩერდებოდა. ცდილობდა გამოესწორებინა საუბრის მანერა." 3. ელისონი ლესბოსელტა ოჯახში გაიზარდა. ![]() "ახალ სკოლაში გადავედი, რომელშიც ფორმირებული იყო შვილების ალიანსი ერთნაირსქესიან მშობლებთან. უჩვეულო იყო იმის გაცნობიერება, რომ ისინი მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას. იქ უკვე მე აღარ ვიყავი ერთადერთი, ვინც გეიებთან იყო დაკავშირებული და აღარ მწირდებოდა ჩუმად ყოფნა." 4. ლუკასი ფლორიდიდან. მისი მშობლები დაშორდნენ და როცა ბიჭი 15 წლის გახდა, დედა ყველაფერში გამოუტყდა. ![]() 5. ჯეიმი ჩიკაგოში გაიზარდა, დედასთან და მის მეგობარ ქალთან ერთად. ![]() "მე დედამ და მისმა პარტნიორმა ქალმა გამზარდეს. ბევრი მისი მეგობარი ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. სეიძლება ითქვას, რომ ბევრმა სხვადასხვა ქალმა გამზარდა". 6. კალიფორნიელ აარონს ორი დედა ჰყავდა. 7 წლის იყო, როცა დედები ერთმანეთს დაშორდნენ და ბიჭი ბიოლოგიურ დედასთან და მამინაცვალთან ცხვრობდა. ![]() "ჩემი დედები გაშორდნენ იმიტომ, რომ ჩემს ბიოლოგიურ დედას კაცი შეუყვარდა. ყოველთვის მესმოდა, რომ ჩემი ოჯახი სხვებისგან განსხვავდებოდა, მაგრამ ის ასეთია." 7. დენიელი ვაშინგტონიდან. მას ორი დედა და ოთხი მამა ჰყავს. ![]() 8. ვანესა, შტატ ვირჯინიადან. 28 წლის იყო, როცა მამამ საკუთარი ჰომოსექსუალობის შესახებ უამბო. ![]() 9. ლოურენი კანზას-სიტიდან, შტატი მისური. მამამ სიმართლე გაუმხილა, როცა შვიდი წლის გახდა. ![]() 10. მოსე ნიუ-იორკიდან, გაზარდა ორმა ქალმა. ![]() 11. რობინი ნიუ-მექსიკოდან. გაიზარდა ორ დედასთან და ორ მამასთან ერთად. ![]() 12. დიანა ოსინინგიდან. 16 წლის ასაკში, როცა მშობლები უკვე გაშორებული იყვნენ. იგი თავად დაეხმარა მამას ეღიარებინა ჰომოსექსუალობა. ![]() "მამამ მითხრა, რომ მე რომ არა დღესაც ისევ ჩრდილში იქნებოდა. არ აპირებდა არავისთვის ეთქვა, რომ გეია". 13. ზაქა ნიუ-იორკიდან, გაზარდა ორმა დედამ. ![]() 14. ელიზაბეტი ბოსტონში ცხოვრობდა. მამამ საჯარო აღიარება გააკეთა, როცა იგი კოლეჯში წავიდა. ![]() "მამამ მითხრა, რომ ახლა საკუთარ თავთან ჰარმონიაში შეძლებს ცხოვრებას. მე ვკითხე, გეი ხომ არ იყო. ის დარწმუნებული არ იყო, რადგან მანამდე არ ჰქონდა ასეთი გამოცდილება. და როგორც მახსოვს, ჩემი შემდეგი ფრაზა იყო: "მამიკო, დარწმუნებული ვარ, რომ გეი ხარ." 15. კერი ნიუ-იორკიდან. 11 წლის იყო, როცა დედა გამოუტყდა, რომ ლესბოსელი იყო. ![]() "მახსოვს, დედამ მომიყვა, რომ ბედნიერი იქნებოდა ქალს რომ გაჰყოლოდა ცოლად. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და გადავწვიტე, რომ თუ ასეა, მე ჩემს საუკეთესო დაქალზე დავქორწინდებოდი." p.s. შეგახსენებთ, რომ პროექტი მომზადებულია ფოტოგრაფის მიერ, რომელიც თავადაც არატრადიციული ორენტაციის მშობლების მიერ არის გაზრდილი, ამიტომ, ვფიქრობ, აღნიშნული საკითხი მხოლოდ ცალმხრივად არის განხილული... 1016 8-ს მოსწონს
|