x
image
ციცი
Mediator image
"ბევრი სექსი საქართველოში! "-ნანუკა ჟორჟოლიანი-"რამე მოვიფიქროთ! გავაჩეროთ ეს მარაზმი!"

image
პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელებამ ახალი ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით დბლოკილი იყო "იუთუბი".

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით ეხმიანება მორიგ ამაზრზენ ფაქტს:

"მძიმე ორშაბათი გათენდა და უფრო მძიმე კვირა გველოდება ვატყობ. ასე დაგვიანონსეს! კიდევ ერთ ჩვენებამდე რამდენიმე კითხვას დავსვამ თქვენის ნებართვით!
1. სექსი რატომ არის კომპრომატი? თუნდაც ეს იყოს მეგობარი მამაკაცი! ააა, დამავიწყდა, ქალისთვის რომ არ მოსულა ის ქვეყანა ვართ ჩვენ. თორემ კაცი რომ ყოფილიყო საყვარელთან ეს მხოლოდ მის "კაცურობაზე" იმეტყველებდა.
2. თუ არ წახვალთ კიდევ დავუდებთ ამა და ამ პირებსო რომ ამბობთ, უკაცრავად და ალასანია საიდან უნდა წავიდეს, ან ინგა გრიგოლია?!
3. არის თუ არა ცუდი სანახავი? კი. ძალიან მძიმეა, თუნდაც ეს იყოს საკუთარ ქმართან გადაღებული სექსუალური აქტი, მაგრამ ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არსებობს!
ვუთხრათ, რომ მაგრად გვკიდია რა აქვთ ადამიანებზე! ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. თუნდაც საუბარი იყოს ჩვენს მტრებზე!
არ ვიცი ამ დროს რამდენად სწორია სიტყვა სოლიდარობა, მაგრამ რაღაც მსგავსი მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვიზეც "კომპრომატებს" ავრცელებენ, მეგობრებო ეგეთი ვიდეობი ყველა მოკვდავზე იარსებებს! ამიტომ დაიკიდეთ. რასაც აკეთებთ მაგას რომ არ შვებოდეთ, ეგ იქნებოდა პრობლემა და ეჭვი მაქვს, მაგ ნაწილში უჭირს იმ მანიაკს, რომელიც ამ ყველაფერს აქვეყნებს.
ვთქვათ ყველამ ერთად, რომ გვკიდია მათი ფარული ჩანაწერები! რომ ის ვერ გახდება კომპრომატი და იძულებულები იქნებიან ერთ ადგილას გაიკეთონ!
ბევრი სექსი საქართველოში! ‪ #‎ნუგეშინია‬! ‪#‎გვკიდია‬"image
"1. ნიკა გვარამიამ თქვა პირადით მაშანტაჟებენო.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც იგივე თქვა. თან დაასახელა. წულუკიანი ილტვის გამოვაქვეყნოთო...
3. ეკა მიშველაძემ თქვა თვალთვალი იყო ჩემს პირადზეო!
4. ინგა გრიგოლიას ემუქრებიან.
5. ორ პოლიტიკოსს ქალბატონს გამოუქვეყნეს.
6. დანარჩენი დაანონსეს.
7. გოგი თოფაძემ გაგვაფრთხილა, "წესიერად" ვინც არ მოიქცევა მასალებს გამოვუქვეყნებთო.
ნოეს ფილმი იქეთ იყოს და სანამ ცივილიზებულმა მსოფლიომ დაბლოკა საქართველო, როგორც ერთი დიდი პორნოგრაფია, ხმა ამოვიღოთ! რამე მოვიფიქროთ! გავაჩეროთ ეს მარაზმი. თორემ გალია არ აგვცდება. თავზე დაგვაწერენ -შეშლილი ერი!"

image

0
319
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0