x
image
natia.a
რა ფერისაა ეს ჟაკეტი? - ახალი თავსატეხი, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა
image


ალბათ ყველას კარგად ახსოვს ერთი წლის წინ ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის ატეხილი კამათი ყბადაღებულ ოქროსფერ-თეთრ კაბაზე, რომელიც თურმე სინამდვილეში ლურჯ-შავი ყოფილა... კაბა იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოგვიანებით სოციალური დატვირთვითაც კი მოგვევლინა საქველმოქმედო ორგანიზაცია Salvation Army-ს სარეკლამო პლაკატზე: ოქროსფერზოლებიან თეთრ კაბაში ჩაცმულ მოდელს რამდენიმე ადგილზე ძალადობის ნიშნები ეტყობოდა, ქვემოთ კი ვკითხულობდით: "ნუთუ ასე ძნელია შავის და ლურჯის დანახვა? ექვსიდან ერთი ქალი ძალადობის მსხვერპლია."

image

სულ ახლახანს ინტერნეტ სივრცეში ისევ გამოჩნდა საკამათო ფერის სამოსი - ამჯერად სპორტული ჟაკეტი, რომელმაც, კაბისგან განსხვავებით, ინტერნეტ მომხმარებელები სამ ჯგუფად გაყო.



შეკითხვა იგივეა: რა ფერისაა სპორტული ზედა?


image

გამოკითხვის შედეგად სამი პასუხი გამოიკვეთა:

- ცისფერი და თეთრი;

- შავი და ყავისფერი;

- მწვანე და მუქი ოქროსფერი.


Buzzfeed-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში 69%-ით თეთრისა და ცისფერის კომბინაცია ლიდერობს. TJournal-ის გამოკითხვაში კი - მწვანე და ოქროსფერი.


და თქვენ როგორც ფიქრობთ, რა ფერისაა ჟაკეტი?


მეცნიერების განმარტებით, ფერთა განსაზღვრებაში ამგვარი განსხვავება აიხსნება იმით, თუ სინათლის რა რაოდენობას აღიქვამს ჩვენი ტვინი. მაგრამ თავად აღქმული სინათლის რაოდენობებს შორის განსხვავების ახსნას ნეირობიოლოგები ჯერ ვერ ახერხებენ.





0
324
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0