x
image
hamunaptra1990
ქართველი გეი ჯარისკაცის მიმართვა თინა ხიდაშელს.
imageქართველი გეი სამხედრო მოსამსახურე, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს მიმართავს თხოვნით, რომ მას ავიწროვებენ ჯარში, არ უგრძელებენ კონტრაკტს, მისი სექსუალური ორიენტაციის გამო და ითხოვს შველას. ამის შესახებ მან პროექტ "Tqvi.ge"-ს ვიდეომიმართვაში განაცხადა:

"გამარჯობათ, მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც ვმსახურობ ვაზიანში, მე-4 ბრიგადაში ექვსი წელია და ეხლა მიმთავრდება კონტრაქტი მაისში და მეთაური არ მაძლევს უფლებას, რომ კონტრაქტი გავაგრძელო.

ეს მოტივი არის ამის, ის რომ მე ვარ გეი, ეს იცის ყველამ: მეთაურმაც, ჯარისკაცმაც და საზოგადოებამ და აი ამ მოტივის გამო არ უნდათ, რომ კონტრაქტი გავაგრძელო, ხოდა მე დანაშაული არაფერი არ მაქვს ჯარში, სამხედრო ცხოვრებაში და ვითხოვ მფარველობას, საქართველოს თავდაცვის მინისტრისგან, პრეზიდენტიდან და ეხლა ყურადღება, რომ მომაქციონ და არ მქონდეს ღირსება შელახული და დაჩაგრული არ ვიყო ამ მხრივ. ვითხოვ ნორმალური სამსახურის უფლებას, კონტრაქტის გაგრძელების უფლებას.

აი დღეს მითხრა მეთაურმა, რომ შენ ან უნდა მოიტანო მოთხოვნა და გადახვიდე ჩვენიდან, ან კონტრაქტს არ გაგაგრძელებინებთ. აი ეს და ამაზე ვინმე, რომ გამომეხმაუროს და დამიდგეს გვერდში და ამიტომ მოვედი თქვენთან.


მე დავამთავრე მეტი არაფერი არ მაქვს სათქმელი".



0
567
2-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0