x
image
ერეკლე ცოცანიძე
ზურა კვერნაძე - ჩაახველა, შეუმჩნევლად გადახედა მგზავრებს, ფანჯარა გამოაღო და..

image


facebook მომხმარებელი ზურა კვერნაძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, ის სამარშუტო ტაქსით მის ერთ ერთ მგზავრობას აღწერს ისტორია კი საკმაოდ დამაფიქრებელია. "ხოდა წყალტუბოდან ქუთაისში მიმავლი მარშუტკაც დაიძრა. სულ უკან მარცხენა მხარეს ვიყავი მოკალათებული, როდესაც მანქანა გაჩერდა და : მოკლე კაბით, მაღალი ჩექმებითა და საგულდაგულოდ დახვეული კულულებით გოგონა ამოვიდა. ამოსვლა-დაჯდომისა და ფეხი ფეხზე გადადების ყურება ერთი სიამოვნება იყო. საზურგეს არც კი მიეყრდნო. ხოდა ასე წელგამართული მივჩერებოდი მის ყელს, რომელსაც მთელი სისავსითა და მოხდენილობით ამოძრავებდა, რათა თანამგზავრები შეემოწმებინა. 2 წუთში გოგონას სუნამოთი გაბრუება არამარტო მგზავრებს, არამედ თვითონ მარშუტკასაც დაეტყო. მძღოლს სიჩქარის გადართვა დაავიწყდა და ისედაც დრომოჭმული, აქა იქ ჟანგშეპარული მარშუტკაც მთელი ხმით ღმუოდა. ხოდა ამ საერთო ღმუილში ვართ და გოგონამ ისე რომ "თავისი თავი" არ დაუკარგავს - ჩაახველა, შეუმჩნევლად გადახედა მგზავრებს, ფანჯარა გამოაღო და.. ხხთფუი.. სრული ესთეტიკით მოსროლილი ნაფურთხი გარედან ფანჯარაზე აკრული ჩემს გვერდით გზას იკვლევდა" წერს ზურა კვერნაძე სოციალურ ქსელში.

0
119
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0