x
image
hamunaptra1990
"ჩვენ მივიღებთ უსქესო, უეროვნებო, უოჯახო, უპრინციპო და ურწმუნო ახალ თაობას..."

image
ელენე ლორთქიფანიძე,
საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი თავის მკაცრ პოზიციას, სკოლებში ახალი საგნის-"მე და საზოგადოების"-დანერგვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოხატავს:

"მსურს, გამოვხატო კიდევ ერთხელ ჩემი მკვეთრი პოზიცია, რომ დღეს უკვე დაიწყო ბრძოლა "მამული, ენა, სარწმუნოების" დასაცავად. ამ ომში ჩემი თაობა აქტიურად ჩაერთო. ჩვენი რიგები კი დღითიდღე იზრდება, ის რაც ჩვენ ვერ დაგვაკლეს და გვავნეს, ვერც ჩვენს მომავალ თაობას ვერ დააკლებენ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ამიტომაც, სწორედ მომავალ თაობებს დავიცავთ თქვენგან!
განათლების სამინისტრო მე-3, მე-4 კლასებში ახალი საგნის (მე და საზოგადოების ) დანერგვას ჯერ კიდევ გასული წლის ახალი სასწავლო წლის დასაწყისში გეგმავდა, თუმცა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან საგნის გარშემო გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებების გამო, განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცება გადავადდა. ჩვენი ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდებოდა პროცესებს თუ საბოლოოდ რა შედეგებს მოიტანდა საგნის გარშემო მიმდინარე დისკუსიები და აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ თავიდანვე გამოვრიცხავდით განათლების სამინისტროსთან კონსენსუსის მიღწევის პოტენციალს.
სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფონის გამო საზოგადოების ყურადღება მოდუნებულია, ეს ქაოსით მოცული პერიოდი კი, საქართველოს განათლების მინისტრმა და მის უკან მდგომმა არასამთავრობოთა ქსელმა, რომელიც უხვად ფინანსდება ლიბერალური ინტერნაციონალის დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი გრანტებით, განათლების სიტემაში ეროვნული ცნობიერების დამანგრეველი საგნის დანერგვისთვის ხელსაყრელად მიიჩნიეს, უკვე ხელმეორედ.
საგნის შინაარსი უცნობია ფართო საზოგადოებისათვის, ეს არის რაღაც ახალი იდეა, აზროვნების ახალი სახე, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტულობის ნიღბის ქვეშ უპირისპირდება კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს.
ამ მომენტში გავრცელებული ყველა ის ხელჩასაჭიდი ბერკეტი, რომელიც მოძიებულია სხვადასხვა კონკრეტული პირების მიე, რაც სწორედ მათი მეშვეობით არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, გვამცნობს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რაც ნამდვილად გვაძლევს საფუძველს ტავი დავიცვათ მოსალოდნელი რისკებისგან, რის წინაშეც აუცილებლად დაგვაყენებს ახალი საგნის დამკვიდრება. ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ სახელმძღვანელოს დანერგვა გამოიწვევს მოზარდი თაობის ფსიქიკის შეუქცევად დეფორმაციას, ანუ ჩვენ მივიღებთ უსქესო, უეროვნებო, უოჯახო, უპრინციპო და ურწმუნო ახალ თაობას, რაც იდეალურად ჯდება ლიბერალური ინტერნაციონალის იდეოლოგიაში. თაობათა ასეთი იდეოლოგიური ცვლა კი გამოიწვევს ოჯახის, როგორც ერისა და სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ნგრევას და საბოლოოდ მის პოლიტიკურ დესუვერენიზაციას.
განათლების მინისტრის მიერ გამოთქმული პოზიციები ამ საკითხისადმი აბსოლუტურად არაადექვატური მიმართულებებით ვლინდება. შეგახსენებთ, რომ სამინისტრომ თავიდანვე დაარღვია საჯაარობის პრინციპი, ქ-ნი სანიკიძე იძულებულია შეასრულოს დაკვეთა, მაგრამ რისი იმედი აქვთ? საწადელს მაინც ვერ მიაღწევენ!!!"
image

1
499
3-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
499
  
2016, 18 თებერვალი, 14:32
და რატომ აგვიხსენით ? ანუ თქვენ კანონი გიშლით ლეზბიანკობას და იმიტომ არ ხართ ლეზბიანკა? :)
0 1 1