x
image
natia.a
"ყველა ადამიანი არის ერთსქესიანი" - რატომ არ არის სწორი ტერმინი "ერთსქესიანთა ქორწინება

imageყველასათვის ცნობილი ენათმეცნიერი, ბატონი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში ახლადგაჩენილ ტერმინზე - "ერთსქესიანთა ქორწინებაზე" საუბრობს და ხსნის, რატომ არ არის სწორი აღნიშნული ტერმინი:


"ქართველი ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და ასო -ების (=არასამთავრობო ორგანიზაციების!) საყურადღებოდ!!!
ამ ბოლო დროს, რატომღაც (თითქოსდა, უფრო საშური სხვა პრობლემა არ გვქონდეს), გააქტიურდა მსჯელობა "ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა" საქორწინო კავშირის დაკანონების შესახებ და ამ კონტექსტში ლამისაა დამკვიდრდეს ცნება ~ "ერთსქესიანთა ქორწინება".
ყურადღება!!!
ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა, არის ე რ თ ს ქ ე ს ი ა ნ ი ! ! !
ორსქესიანია, მხოლოდ და მხოლოდ, ჰერმესისა (ანუ ~ მერკურისა) და აფროდეიტეს (ანუ ~ ვენერას) ვაჟი ~ ჰ ე რ მ ა ფ რ ო დ ი ტ ი .
ყველა სხვა ადამიანი (ცხოველიც), ვიმეორებ, ~ არის ე რ თ ს ქ ე ს ი ა ნ ი;
ამიტომ: ზემოხსენებულ კონტექსტში ტერმინი "ერთსქესიანი" არის არასწორი.
უნდა გამოიყენოთ ტერმინი "ე რ თ ნ ა ი რ ს ქ ე ს ი ა ნ ი"// "ე რ თ გ ვ ა რ ს ქ ე ს ი ა ნ ი ";
მსჯელობა შეიძლება იყოს არა "ერთსქესიანთა", არამედ ~ "ერთნაირსქესიანთა" შესახებ, თორემ ყველა ტრადიციულ ოჯახს ქმნიან (ან ~ ანგრევენ) მხოლოდ ერთსქესიანები!
რაც შეეხება ამავე კონტექსტში ცნება "ოჯახის" განმარტებას, იგი, ცხადია, უნდა დარჩეს ხელუხლებელი;
ერთნაირსქესიანთა ოჯახური კავშირის დაკანონება-არდაკანონების კონტექსტში შეიძლება საუბარო ოყოს არა "ოჯახის
"არამედ ~ "ქორწინების" განმარტების რევიზიის შესახებ (ამაზე უფრო ვრცლად ~ სხვა დროს იყოს!!!)." - წერს ბ-ნი ლევან ღვინჯილია.


image



1
609
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
609
  
2016, 10 თებერვალი, 20:34
მართალია ეს კაცი :)
0 1 1