სხვა ქართული სამზარეულო ევროპის ხუთი ყველაზე საუკეთესო სამზარეულოს რიცხვში მოხვდა 2016, 7 თებერვალი, 19:38 სასიამოვნო ფაქტია, რომ საქართველო აღმოჩნდა ევროპის იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც ყველაზე გემრიელი სამზარეულო აქვთ. რეიტინგი შედგენილი იქნა ამერიკული ცნობილი ჟურნალის Thrillist - ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით.
ევროპის ორმოცდარვა ქვეყანას შორის საქართველო მეოთხე ადგილზე მოხვდა იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ.
![]() "საქართველო იმყოფება უძველესი, ეგრეთ წოდებული "სანელებლების გზის" ცენტრში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას, ამიტომ ამ ქვეყნის ეროვნული კერძები შეზავებულია ისეთი უნიკალური და სპეციფიკური მწვანილეულით და სანელებლებით, როგორიცაა ქინძი და ხმელი სუნელი, ზაფრანა და პიტნა, ქონდარი და დარიჩინი, რომლებიც ისეთი კომბინაციით გამოიყენება, რომელსაც სხვა ქვეყნების სამზარეულოებში ვერ შეხვდებით", - წერს Thrillist. ![]() გამოცემაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ თვით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სახის სანელებლები და მწვანილეულობა გამოიყენება. ქართული სამზარეულოდან Thrillist-მა განსაკუთრებით გამოჰყო ხაჭაპური, ხინკალი, ჩახოხბილი, მწვადი და კუჭმაჭი. გარდა ამისა, ქართულ სუფრაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა სახის ყველი, ტყემალი, მწვანილი და წიწაკა. ![]() ჟურნალი Thrillist, როგორც ცნობილია, სპეციალიზირებულია სხვადასხვა ქვეყნის კერძებზე, სასმელებზე, მოგზაურობასა და გართობაზე. 380 7-ს მოსწონს
|