"სანამ სხვისი სიკვდილით ხალისობთ, დაფიქრდით ხვალ თქვენი შვილი როგორი გაჩნდება და რა გზას აირჩევს..."-კესარია აბრამიძე
ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს საცხოვრებელ ბინაში. სავარაუდოდ იგი გაზის გაჟონვით გარდაიცვალა. თუმცა ვრცელდება სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ტრანსგენდერი მოკლეს.
ამასთან დაკავშირებით, მსახიობი და მოდელი ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აქვეყნებს ხალხის კომენტარებს, რომლებიც ბიანკას გარდაცვალების თემას სამასხარაო თემად იყენებენ და წერს პოსტს. კესარია აბრამიძეგაოგნებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებას რომელთაც პრეტენზია აქვთ ქრისტიანობაზე და ადამიანობაზე, ადამიანის სიკვდილი უხარიათ და მათ ვისაც ეს ფაქტი ახარებთ პოტენციულ მკვლელებად მიიჩნევს.
"უპირველეს ყოვლისა ვიზიარებ მწუხარებას! მე ამ ადამიანს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან მეწყინა, თუმცა სამარცხვინოა როცა ადამიანის სიკვდილზე თითქმის ყოველი მეორე კომენტარი ღირსი იყო, ნეტა აქამდე რატო არ მოკვდა, და ათასი სიბოროტე... ვერ წარმომიდგენია ადამიანის სიკვდილი ესე როგორ უნდა უხაროდეს ხალხს, როცა ქრისტიანობაზე და ადამიანობაზე აქვთ პრეტენზია, ყველაზე დიდი სირცხვილი მათი მკვლელების სათანადოდ დაუსჯელობაა თან, ვფიქრობ კომენტარის ავტორებიც პოტენციური მკვლელებია. სანამ სხვისი სიკვდილით ხალისობთ, დაფიქრდით ხვალ თქვენი შვილი როგორი გაჩნდება და რა გზას აირჩევს..."