x
image
hamunaptra1990
ბელა ალანია-"ილოცეთ დედებო შვილებისთვის! არ გაუშვათ სახლიდან დაულოცავი!"

image


ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია ხშირად ანებივრებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს სტატუსებით.
ეს სტატუსი კი დედა-შვილობას ეხება და იმას თუ რა დიდი ძალა აქვს დედის ლოცვას:
"რამდენიმე დღის წინ, ჩემი შვილი გამოცდაზე წავიდა. გახარებული დაბრუნდა. ზუსტად ის საკითხი შემხვდა, რაზეც ვოცნებობდიო.
მე ვუთხარი, როცა წახვედი ლოცვა წაგიკითხე და ვიცოდი, გულმზიანი დაბრუნდებოდი-მეთქი. ისე, კარგი იქნება თუ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე იოცნებებ, წვრილმანებზე არ ღირს "ოცნების" მოცდენა- შეწუხება -მეთქი.
გუშინაც საქმეზე წავიდა. კარში მომიტრიალდა და მკითხა-დედა, ხომ წამიკითხავ დედის ლოცვას? დაკვირვებული ვარ, როცა დამლოცავ ყველაფერი გამომივაო.
დღესაც ჰქონდა რაღაც მნიშვნელოვანი. გზაში სიტყვა დავადევნე:
-არ ინერვიულო, გქონდეს ჩემი იმედი, ყოველთვის ვილოცებ შენთვის და ყველაფერი კარგად გექნება, მთავარია, გჯეროდეს, რწმენამ არასოდეს მიგატოვოს-მეთქი.
ცარიელი ადამიანი მყარად ვერ იდგება მიწაზე, მას ყოველთვის გაიტაცებს ქარივით უმიზნობა, სისუსტე, სიზარმაცე, წარუმატებლობა...
მხოლოდ გრძნობებით, რწმენით სავსე, მიზანსწრაფული ადამიანებისაა მომავალი.
ილოცეთ დედებო შვილებისთვის! არ გაუშვათ სახლიდან დაულოცავი! ილოცეთ ყოველთვის და არა მაშინ, როცა ძალიან გვიჭირს! სანამ კიდევ ცოცხლები ვართ, დავეხმაროთ ჩვენს პატარებს გზა გაიკვლიონ ამ სასტიკ, ხშირად დაუნდობელ სამყაროში. თორემ, ოდესღაც, უდედობაც ეყოფათ და აბა, მერე ვინ ილოცებს მათზე ჩვენსავით. ჩვენი ლოცვა ხომ ღთისმშობელთან წილნაყარია. ჩვენი ლოცვა ხომ ძალიან ძლიერი და მადლიანია.
ბელა ალანია"

imageimageimageimage



3
187
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
187
  
2016, 1 თებერვალი, 14:57
ნამდვილად
2016, 1 თებერვალი, 14:43
დიდებული ქალბატონია
2016, 1 თებერვალი, 13:24
მიყვარს ეს ქალი
0 1 3