"დაჩაჩანაკებული და დაჩიავებული ხალხი... არ მინდა მძიმე მაგალითების დასახელება, დამძიმებული ვარ..."-მარიამ საჯაია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველაზე ახალგაზრდა და ლამაზი წევრი, მარიამ საჯაია კუმისის უბნის არჩევნებს აკვირდებოდა და იქ ნანახმა შოკში ჩააგდო. განსაკუთრებით კი ამომჩევლების "უკულტურობამ და დაჩიავებულმა" ხალხმა გააოცა.
ამის შესახებ იგი სოცილური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:
"ვუყურებდი და ვაკვირდებოდი ამ კუმისის უბანს. რამდენნაირი ფიქრი არ იყო... ამჯერად აპოლიტიკურს გამოვყოფ - ორ კატეგორიად შეიძლება დაყოფა: ამომრჩეველი და კომისიის წევრები.
ამომრჩეველი! რაც მე ვნახე იყო ჩემთვის შოკზე მეტი.
დაჩაჩანაკებული და დაჩიავებული ხალხი (მეგრულად არის ასეთი სიტყვა "ჩიჩიე"- შეესაბამება ზუსტად), წერა-კითხვის, პირადი ჰიგიენის, კულტურის პრობლემის ასეთი სიმკვეთრე… არ მინდა მძიმე მაგალითების დასახელება, მრცხვენია ძალიან. დამძიმებული ვარ. მგონი ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი, მგონი უმრავლესობა არიან . შეგნებულად აღარ გავაგრძელებ, მიჭირს. ეს არის ჩემი წუხილი. ვერავის ვერ დავაბრალებ, ვერც ამ ხალხს გავაკრიტიკებ.
მეორე ნაწილზე გადავალ - კომისიის წევრები! აშკარა და თვალშისაცემი ქცევა ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით - ამომრჩეველი რომ შეთხელდებოდა, ატყდებოდნენ ხოლმე.
ქალების ფარული ხუმრობები, ერთმანეთთან შეხუმრებული ფრაზები, კაცების არარსებობაზე მითითებები და ჰიპერაქტიური ნევროსტენიკობა დაგარწმუნებს, რომ ყველა გზა სექსთან მიდის, ეს უკანასკნელი კი რაოდენობრივად და ხარისხობრივად არადამაკმაყოფილებელია.
თუნდაც კარებში თქმული რა გვარი ხარ-ზე გაცემული პასუხი "ბო**შვილიო" რად ღირს.
ანაც კომისიის წევრის "აი კიბეზე რო დგახარ, იფ რაკაია ხან ზემოთ რომ ხარ, ხან ქვემოთ" და კიდევ "თუ გახდას აპირებ, გეხვეწები ბოლომდე არ გაიხადო". ეპიკური იყო "ცხოვრებაში არავისთვის მიმიცია".
რა ვქნა, ხუმრობის უნარი დავკარგე მგონი და ვიტყვი: თქვენ კარგად იყავით, მე პერსონალურ მეტეორს მოვითხოვ.
მე მომკლეს, ბაბუ..."