გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაი მიმინოშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია მის მუშაობას ამ ხნის განმავლობაში. როდესაც გვესმის გამოცდების გამჭირვალობის შესახებ და ბავშვების არ დაჩაგვრის შესახებ ეს სწორედ ქალბატონი მაი მიმინოშვილის დამსახურებაა. დღეს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, როგორც თავად ამბობს შეხვედრის ინიციატორი ბატონი ბიძინა იყო. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა
ქართულ ოცნებაში გაწევრიანებაზე, მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ არაფერზე ფიქრობს, გარდა გამოცდების კარგად დასრულებისა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ მაია მიმინოშვილი ქართულ ოცნებას უნდა შეუერთდეს, რადგან განათლებაშიც იმალება ის მინუსები რომელიც შაშკინიდან მოდის. მან რადიო უცნობის ეთერში განაცხადა, რომ თავისი თავი პოლიტიკაში ვერ წარმოუდგენია, 12 წელია განათლების სფეროშია და ისევ ამ საქმეს განაგრძობს. ვფიქრობ, რომ არსამთავრობო ორგანიზაციაში განვაგრძობ ჩემს საქმიანობას განაცხადა მაია მიმინოშვილმა. როგორც ამბობენ მიმინოშვილისა და შაშკინის დაპირისპირების მიზეზი, შაშკინის მიერ გაუქმებული საერთაშორისო კვლევებია. როგორც მაია ამბობს ეს კვლევები დიდ როლს თამაშობდა განათლების განვითარებაში. ალბათ იცით, რომ ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა დატოვა სამსახური, რადგან ვერ გაუგიათ რატომ გაანთავისუფლეს ქალბატონი მაია. თანამშრომლების თქმით 2002 წლიდან მშვენივრად უძღვებოდა ამ საქმეს ქალბატონი მაია.