საქართველო ნიკა გვარამია-"იმდენი ილაპარაკა სხვისი რადარებიდან გაქრობაზე, ერთ თვეში ყველაფრიდან ამოშანთეს." 2016, 31 იანვარი, 14:50 ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ "ქართული ოცნების" ოფიციალურად დატოვებას, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სტატუსით ეხმიანება: "იმდენი ილაპარაკა სხვისი რადარებიდან გაქრობაზე, ერთ თვეში ყველაფრიდან ამოშანთეს. პოლიტიკა, ზოგადად, მოკლე მეხსიერებისაა, მაგრამ რასაც ამას ივანიშვილი უშვება - დამპალი კბილივით რომ იღებს ყველაფრიდან ძირფესვიანად - ეგ უსინდისობის და სისასტიკის ისეთი ნაზავია, მარტო მანიაკ მილიარდერებს რომ აქვთ. მიდით, სინდისზე უარი თქვით და ყველაფერზე ხელი მოაწერეთ. ყველას ბოლო მაინც ესაა. ასე გაგისწორდებათ ყველას fox catcher..." გვარამიას სტატუს მისი მეგობრები გამოეხმაურნენ: " ხალხის არჩევა არ სცოდნია ბიძოს. მარგველამ იმედები გაუცრუა, ვერც ღარიბა გახდა მაგის მოსაწონი. უბრალოდ მანიაკია." "ვოლანდია-მეთქი ვერ ვიტყვი, ამბობენ ვოლანდში სტალინი იგულისხმა ბულგაკოვმაო, უფრო ფსევდოვოლანდია, ან ვოლანდის პაროდია..." "ეჭვი მაქვს ავანგარდში გაიყვანა ბიძომ. ტრიუკია, რომ პარლამენტში გაერთიანდნენ..." "თვითონ ქრება, შარშანდლი თოვლივით...." "ბოლოს დააჭერინებს მგონი..." "stealth ტექნოლოგია აითვისა, რადარები ვერ ხედავს..." "ზატო ცოცხალია. ი ტო ხლებ." " 33 წლის პენსიონერი..." 421 1-ს მოსწონს
|