x
image
jango
მაია მიმინოშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

imageერთიანი ეროვნული გამოცდები ახლოვდება, მაგრამ გამოცდების ცენტრი ჯერ ამისთვის მზად არ არის. განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაანთავისუფლა. დღეს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, როგორც თავად ამბობს შეხვედრის ინიციატორი ბატონი ბიძინა იყო. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ქართულ ოცნებაში გაწევრიანებაზე, მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ არაფერზე ფიქრობს, გარდა გამოცდების კარგად დასრულებისა.
ამისთვის იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ცენტრის თანამშრომლები გამოცდების დასრულებამდე სამსახურში დარჩნენ. ალბათ იცით, რომ ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა დატოვა სამსახური, რადგან ვერ გაუგიათ რატომ გაანთავისუფლეს ქალბატონი მაია. თანამშრომლების თქმით 2002 წლიდან მშვენივრად უძღვებოდა ამ საქმეს ქალბატონი მაია. არ შეიძლება ქვეყანაში ესეთი უსამართლობა ხდებოდეს, ქართული ეროვნული გამოცდების ცენტრი მისაბაძია სხვისთვის, ის უკვე 10 წელია ძალიან კარგად მუშაობს და არაფერი აძლევდა დიმიტრი შაშკინს იმის საფუძველს, რომ მიმინოშვილი მოეხსნა ხელმძღვანელობიდან. დიმიტრი შაშკინს ძალიან ბევრ თანამშრომელთან აქვს ცუდი ურთიერთობა, არა მარტო მაია მიმინოშვილთან, ამის შესახენ გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი თანამშრომლების განცხადებაშია აღნიშნული, რომელთაც პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს. ჯერ არ გახმაურებულა მაია მიმინოშვილის და ბიძინა ივანაშვილის საუბრის დეტალები.

1
197
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
197
  
2012, 29 მაისი, 19:48
ვინ თქვა, არ შეხვდებიანო?:D
0 1 1