ქალი და მამაკაცი "სირცხვილია, ხალხო, გამოფხიზლდით, ოეეე"–თიკა მახალდიანის პასუხი კრიტიკოსებს 2016, 27 იანვარი, 1:35
ცნობადი სახეების ნაწილი თიკას ექომაგება. თამუნა მუსერიძემ და სანდრო მიკუჩაძემ თიკას მხარდასაჭერად საკუთარი ფოტო გაავრცელეს, წარწერით:"#nbavote tika maxaldiani" "ურააააა.. იპოვა ერმა განსჯისა და თავდასხმის ახალი ობიექტი... აბა ჰე, დაიცალეთ ემოციისგან.... ივიშვიშეთ... სხვა საქმე მაინც არ გაქვთ. თიკა მახალდიანის სურათი საძინებლიდან.... გავიღვიძე და ინგრევა ფეისბუქი... არიქა, როგორ გაბედა სურათის დადება... შესვით ეხლა ვირზე უკუღმა და გამოუტანეთ განაჩენი!!!!! რომელი პოლიტიკოსი თიკაა ან საზოგადო მოღვაწე, რომ საკუთარ კედელზე ფოტოს დადება არ შეეძლოს? ეგებ მეგობრებისთვის დადო, რომლებთანაც ერთად კვირას თუ შაბათს აღნიშნა საკუთარი ბედნიერება და ისინი გაართო ამ ფოტოთი??????? აი, ვინ გეკითხებათ... რა ლოყებს იხოკავთ.... რას ოხრავთ... საქართველოში რომ რაოდენობის ციციკორე ცხოვრობს და მორალისტი, ნუ იტყვით რა........ ნეტა როგორ უძლებს ეს პატარა ქვეყანა ამდენ წესიერს და მაღალი მორალის ადამიანს ცაში არ გაფრინდეთ, წმინდანებო, ამ ხარისხის მორალისგან, ვდარდობ.... ახსნა ერთმა კარგმა კაცმა, ლევან ბერძენიშვილმა, რისი ბრალიცაა ეს ამბები და არ დაიჯერეს და აჰა!!" - წერს ინგა გრიგოლია. და ბოლოს, ცნობადი სახეების საყურადღებოდ, შეგიძლიათ სოიალურ ქსელში ფოტო მხოლოდ მეგობრებისთვის განათავსოთ და არა საჯაროდ. თუმცა საკუთარი "შეცდომებით" რეიტინგის ამაღლება და ჟურნალისტებისთვის გადაბრალება ნამდვილად მოდური, მაგრამ უკვე კარგად გაცვეთილი ხერხია. 804 3-ს მოსწონს
|