როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ YouTube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქართული ცეკვა "დაისი" სომხურ ცეკვად არის დასახელებული. ცხადია, ამ ფაქტმა ქართველების დიდი გულისწყრომა გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცოტა ხნით ადრე სომხებმა "ყვავილების ქვეყანას" ავტორობაც დაიჩემეს. "დაისის" ვიდეოსთან დაკავშირებით "დიპლომატიის კავკასიური აკადემიის" დამაარსებელი, გიორგი ტუმასიანი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და მომხმარებლებს ამცნობს, რომ Gevorkian Dance Academy-ს დირექტორი, ვარდან გევორქიანი ქართველ ხალხს ამ გაუგებრობისთვის ბოდიშს უხდის.
„ცოტა ხნის წინ დავუკავშირდი Gevorkian Dance Academy-ს დირექტორს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ანსამბლის დირექტორის, ბატონ ვარდან გევორქიანის ოფიციალური მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი YouTube-ზე უცნობი ადამიანის მიერ ამ ანსამბლის ცეკვის "სომხურ" ცეკვად დასახელებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ეს წერილი, რომელიც სიმართვეს ასახავს, ისევე გავრცელდება სოციალურ ქსელსა და მედიაში, როგორც არასწორი, მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.
ქვემოთ გთავაზობთ წერილის ქართულ თარგმანს:
"ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო,
გთხოვთ მიიღოთ ეს წერილი, როგორც განმარტება იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა YouTube-ზე "MENQ meroncov" ექაუნტის მიერ ატვირთულ ვიდეოს". მნიშვნელოვანია, რომ სიცხადე შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ფაქტობრივი ან იურიდიული კავშირები ამ ექაუნთთან. ამავდროულად, ამ ექაუნტს არ გააჩნოდა ოფიციალური ან სიტყვიერი ნებართვა, აეტვირთა ჩვენი მატერიალები.
ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ "MENQ meroncov" YouTube-ის ექაუნტს, რათა გაასწორონ შეცდომა და ამოიღონ ვიდეო ქსელიდან. ასეთივე მოთხოვნა ჩვენ გავუგზავნეთ YouTube-ის ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს.
1987 წელს, სომხეთში, ქ. ერევანში ჩამოყალიბდა ეროვნული ქორეოგრაფიული ანსამბლი "დრუჟბა" (მეგობრობა). მრავალი ქორეოგრაფი სხვა ქვეყნიდან იქნა მოწვეული, რათა მიეცათ საკუთარი ეროვნული ცეკლების გაკვეთილები ანსამბლისთვის. ქორეოგრაფთა შორის იყო ქართველი ქორეოგრაფი, რომელიც იქნა მოწვეული ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის "დაისის" შესრულების მასტერკლასის მიცემისთვის.
2000 წელს, აკადემიის ყოველწლიური კონცერტის დროს, მე ცოლთა ერთად გადავწყვიტეთ, აუდიტორიისთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა და შევასრულეთ ეს კონკრეტული ცეკვა, რომლის ვიდეო აიტვირთა ჩვენს YouTube-ის და Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე.
მე მესმის თქვენი იმედგაცრუების და მინდა გულწრფელი ბოდიში გადავიხადო მესამე მხარისთვის მათი შეცდომის გამო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ეს გაკეთდა ჩვენი თანხმობის და ინფორმირების გარეშე.
Gevorkian Dance Academy არის ცეკვების საერთაშორისო სკოლა. ჩვენ ვასრულებთ სომხურ, ამერიკულ, რუსულ, მოლდოვურ, ქართულ, ბერძნულ, ებრაულ, ციგნურ და სხვა მრავალ ცეკლევს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს სხვა კულტურების ცეკლების მოპარვას ნიშნავს, არამედ არის კარგი გზა მათი კულტურების პრეზენტაციისთვის. ამ წერილთან ერთად მე გიგზავნით ჩვენი გამოსვლების ბანერების/აფიშების ფოტოსურათს, სადაც აღნიშნულია თითოეული ცეკვის წარმომავლობა.
ჩვენ არასდროს გვქონდა სურვილი ან განზრახვა, მოგვეპარა ქართული კულტურის ან რომელიმე სხვა კულტურის ნაწილი და მათი წარმოჩენა სომხური კულტურის ნაწილად.
პატივისცემით, ვართან გევორქიანი, Gevorkian Dance Academy-ის დირექტორი“.