ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას შანში აქვს "NBA All--Star"-ის გუნდში ითამაშოს. ქართველები ძალისხმევას არ იშურებენ და თანამემამულეს ხმას ყოველდღიურად აძლევენ. კალათბურთელი ყურადღების ცენტრშია, აინტერესებთ როგორც მისი კარიერული ასევე პირადი ცხოვრება. მისი მეორე ნახევარი თიკა ალავიძეა. ზაზამ და თიკამ ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს, თიკა 19 წლის იყო, ზაზა – 24-ის. უკვე მეცხრე წელია, ერთად არიან. თიკა სუხიშვილების მოცეკვავე გახლდათ, მაგრამ კარიერა აღარ გაუგრძელებია. ერთმანეთი კონცერტზე გაიცვნეს. "მივედი, როგორც მაყურებელი და დავბრუნდი შეყვარებული"-ამტკიცებს ზაზა. შეყვარებულების პერიოდმა დაახლოებით ერთ წელზე მეტხანს გასტანა. "პირველ რიგში გარეგნობით მომხიბლა. შემდეგ როცა გავიცანი გულით და გონებით"-იხსენებს კალათბურთელი.
"ახლა თვალი შემეჩვია, პირველად როცა დავინახე ძალიან მაღალი მომეჩვენა და ამიტყდა ისტერიკული სიცილი. იფიქრა რომ თავხედი ვიყავი. ყოველთვის მეგონა რომ ზაზას კარიერის მქონე ადამიანი ამპარტავანი იქნებოდა, მაგრამ ძალიან უშუალო აღმოჩნდა"-გვიამბო თიკამ.
წყვილს სამი შვილი, დათი, საბა და მარიამი ჰყავს. მესამე ბავშვის დაბადებას კი განსაკუთრებულად ემოციური ისტორია აქვს. "ზაფხულში ბათუმში რომ ვიყავით მიუსაფარ ბავშვთა სახლში მეუფე დემეტრესთან, ერთ-ერთი ოთახიდან 2 წლის გოგონა გამოიქცა ჩემკენ და ჩამეხუტა. ძალიან ცუდად გავხდი, ცრემლები მომაწვა. რომ მოვდიოდით, გამომეტირა – უნდოდა, რომ წამომეყვანა. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და განვიცადე. მერე მეუფე დემეტრემაც მკითხა, მესამე ბავშვის ყოლას არ აპირებთო? სწორედ ამ დღეს გადავწყვიტე მესამე შვილის გაჩენა"-იხსენებს თიკა.
თიკას ამერიკაში ქართული ცეკვის შემსწავლელი სტუდია აქვს. ზაზას გამო მან კარიერაზე უარი თქვა და დანაკლსს ასე ინაზღაურებს.
ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...