ქალი და მამაკაცი ხატია სიჭინავას ასრულებული ოცნება: "ვხედავდი როგორ ინგრეოდა და ორად იხლიჩებოდა ჩემი ბავშვური სამყარო" 2016, 16 იანვარი, 1:59
შეგახსენებთ რომ, ხატია სიჭინავა სპორტსმენის, რამაზ ნოზაძის მეორე ნახევარია. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს და სამომავლოდ ვაჟის გაჩენასაც გეგმავენ. დაქორწინების შემდგომ ხატიას ძირითადი საქმიანობა ოჯახია. მას საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს, სილამაზის სალონი. "დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. 30 წლის ვიყავი და ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ის ასაკია, როდესაც უკვე მზად ხარ დედობისთვის. მანამდე ალბათ ჯერ კიდევ არ გაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა რასაც დედობა ჰქვია. უბრალოდ, პირველ შვილზე ძალიან დაფეთებული ვიყავი, ყველაფრის მეშინოდა. მეორე შვილზე უფრო დავიხვეწე და მესამეს უკვე სრულიად მზადყოფნაში შევხვდი"-განაცხადა ხატიამ. ვუსურვოთ ოჯახს ჯანმრთელობა და ბედნიერება. 359 3-ს მოსწონს
|