x
image
მანჩო 777
მწვერვალის დაპყრობა სიცოცხლის ფასად - ალპინისტები, რომლებმაც სიცოცხლე მთებში დაასრულეს
ბევრი ჩვენგანისათვის სრულიად გაუგებარია, თუ რა იზიდავს ალპინისტებს მთებში, რა მიზანი აქვთ ასეთი, რის გამოც ხშირად სიცოცხლეს სწირავენ, რადგან ბევრი მთამსვლელი მიდის სასიკვდილო რისკზე ახალი რეკორდების დამყარებისა და საკუთარი ორგანიზმის გამძლეობის გამოცდის მიზნით.


image


მწვერვალების დაპყრობა - საკმაოდ სახიფათო და სიცოცხლისათვის საშიში ექსტრემალური სპორტია. მთა მკაცრია და დაუნდობელი - იქ ხშირად იღუპებიან არამარტო ახალბედები, არამედ საკმაოდ გამოცდილი ალპინისტები. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მწვერვალებისაკენ მიმავალ რთულ გზაზე დაღუპული ალპინისტები უმეტეს შემთვხევაში იქ სამუდამოდ რჩებიან. ჩვენთვის, კომპიუტერს მიჯაჭვული, კომფორტს შეჩვეული ადამიანებისათვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა ალპინისტისათვის საოცნებო მწვერვალი ევერესტი დიდი ხანია გადაქცეულია მკაცრ, ულმობელ, ცივ სასაფლაოდ. იქ ძალიან ბევრი ალპინისტის გვამია დარჩენილი, ხოლო სიმაღლისა და რთული გეოგრაფიული პირობების გამო გვამების ჩამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელია.

დიახ, ჩვენი დღევანდელი პოსტი ეძღვნება მთამსვლელებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე მწვერვალების დაპყრობისას დაამთავრეს და მათი სახელები სამარადჟამოდ ჩაიწერა ალპინიზმის ისტორიაში.



ჯორჯ რობერტ ლი მელორი


image

ჯორჯ მელორი იყო ინგლისელი ალპინისტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევერესტის დასაპყრობად მოწყობილ ექსპედიციებში 1921, 1922, 1924 წლებში. ის ალპინიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.

1924 წლის 8 ივნისს მელორი თავის მეწყვილე ენდრიუ ირვინთან ერთად უგზო-უკვლოდ დაიკარგა. უკანასკნელად ისინი დაინახეს ღრუბლებს შორის ჭრილში ევერესტის მწვერვალისაკენ მიმავლები. სიმაღლე, რომელსაც მათ მიაღწიეს, იყო 8570 მეტრი.


image


ჯორჯ მელორის ნეშტი მხოლოდ 75 წლის შემდეგ იქნა ნაპოვნი. 1999 წლის 1 მაისს ამერიკულმა სამძებრო ჯგუფმა ის 8124 მეტრი სიმაღლეზე იპოვა, იმ ადგილთან ახლოს, სადაც 1933 წელს ინგისელი ალპინისტების ჯგუფი ირვინის კუთვნილ ყინულის საჭრელს წააწყდა. ალპინისტის წელზე შერჩენილი გაწყვეტილი თოკი მოწმობდა იმას, რომ მელორი და ირვინი კლდეს მოწყდნენ და უფსკრულში ჩაიჩეხნენ. გარდა ყინულის ლოდად ქცეული გვამისა, ნაპოვნი იქნა მელორის მზის სათვალე, ალტიმეტრი, ჟანგბადის ნიღაბი და ბრიტანეთის დროშა, რომელიც ალპინისტს მწვერვალზე უნდა დაეტოვებინა. რაც შეეხება ენდრიუ ირვინს, მისი გვამი ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.


მორის ვილსონი


image

მორის ვილსონი ინგლისელი მფრინავი და ალპინისტი გახლდათ. იგი ცნობილი იყო იმით, რომ პირველმა შეძლო ინგლისიდან ინდოეთში უწყვეტად გადაფრენა. მორისს სწამდა, რომ მარხვა და გამუდმებული ლოცვები მას აუცილებლად დაეხმარებოდა ევერესტის დაპყრობაში. თავის ასვლას მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ვილსონი დაწვრილებით აღწერდა თავის დღიურებში, მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მან ალპინიზმის უმნიშვნელოვანესი დეტალების შესახებ არაფერი არ იცოდა. მან უარი თქვა გაჰყოლოდა ბრიტანულ ექსპედიციას და გადაწყვიტა მარტო, საკუთარი გზით მოეხდინა აღმასვლა. ასვლის დაწყების წინ მან განაცხადა, რომ ურჩევნია დაიღუპოს, ვიდრე ხელმოცარული დაბრუნდეს ბრიტანეთში. 1924 წლის 29 მაისს ვილსონი მარტოდმარტო გაემართა ევერესტის დასაპყრობად, ამის შემდეგ ის ცოცხალი აღარავის უნახავს, მხოლოდ 1935 წელს იპოვეს მისი სხეული 7500 მეტრ სიმაღლეზე. გვამთან ერთად ნაპოვნი იქნა კარვის ნაწილი და ზურგჩანთა, რომელშიც, სხვა ნივთებთან ერთად, ალპინისტის დღიური იყო. არხებობს ვერსია, რომ ვილსონმა მწვერვალს მაიღწია და მხოლოდ დაშვებისას დაიღუპა, თუმცა ეს ვერსია დადასტურებული არაა.


ცევანგ პალჯორი და ჯორჯ მორუპი


image

ევერესტის დასავლეთ ფერდობზე, 8500 მეტრ სიმაღლეზე დევს გვამი, რომელსაც ალპინისტები "მწვანე ბატინკებს" უწოდებენ. თუ ვისია ეს გვამი-ცნობილი არაა, არსებობს მხოლოდ ვერსია, რომ ის რომელიმე ინდოელ მთამსვლელს - ცევანგ პალჯორს ან ჯორჯ მორუპს ეკუთვნის. ორივე მათაგანი ინდური ექპედიციის წევრი იყო, რომლებიც 1996 წელს ჯომოლუნგმაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაიღუპნენ. მწვერვალზე ასვლიი დროს ექვსი მთამსვლელისაგან შემდგარი ჯგუფი ქარბუქში მოყვა, რის შედეგადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამი მათგანი უკან დაბრუნებულიყო, ხოლო დანარჩენს სამს გაეგრძელებინა ასვლა. მოგვიანებით ისინი რაციით დაუკავშირდნენ ჯგუფს და განუცხადეს, რომ მოახერხეს მწვერვალზე ასვლა, მაგრამ ამის შემდეგ ალპინისტები უკვალოდ გაქრნენ.


დევიდ შარპი


image

ინგლისელი მათემატიკის მასწავლებელი და ალპინისტი დევიდ შარპი მარტოდმარტო ცდილობდა ევერესტზე ასვლას. ის ჰიპოთერმიის და ჟანგბადის უკმარისობის გამო დაიღუპა.

შარპი იჯდა გამოქვაბულში "მწვანე ბატინკებთან" ახლოს და კვდებოდა, როცა მას ალპინისტების ჯგუფმა ჩაუარა, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს მომაკვდავს და გააგრძელეს გზა. მხოლოდ Discovery-ის გადამღები ჯგუფის წევრები შეჩერდნენ რამოდენიმე წუთით მომაკვდავთან, ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ის ვიდეოზე გადაეღოთ და შეეცადნენ მისგან ინტერვიუს აღებას, თუმცა დევიდს ლაპარაკი უკვე აღარ შეეძლო.


სკოტ ფიშერი


image

სკოტ ფიშერი ამერიკელი ალპინისტი და გიდი გახლდათ. ის იყო პირველი ამერიკელი, ვინც დაიპყრო მსოფლიოში სიმაღლით მეოთხე მწვერვალი ლხოცზე. ფიშერი დაიღუპა ევერესტზე 1999 წელს დატრიალებული ტრაგედიის დროს, რამაც რვა ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა. მიაღწია რა მწვერვალს, დაშვებისას მთამსვლელს ერთდროულად რამოდენიმე პრობლემა დაატყდა თავს. მასთან ერთად მოდიოდა შერპი ლოპსანგი. დაახლოებით 8350 მეტრ სიმაღლეზე ფიშერი მიხვდა, რომ სიარული აღარ შეეძლო და მან ლოპსანგი აიძულა მარტო დაშვებულიყო. შერპი ბანაკში დაბრუნდა იმ იმედით, რომ უკან დაბრუნდებოდა ჟანგბადის სათანადო მარაგით და ფიშერს ჩამოსვლაში დაეხმარებოდა, მაგრამ გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო მან ეს ვერ შეძლო. 1996 წლის 11 მაისს ფიშერის გვამი ალპინისტებმა იპოვეს. 2010 წელს ევერესტზე ორგანიზებული იქნა სპეციალური ექსპედიცია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა შეეგროვებინა მთის ფერდობებზე დაგროვებული ნაგავი და ჩამოეტანა დაღუპული ალპინისტების ცხედრები. სხვებთან ერთად ჩამოტანილი იქნა ფიშერის ცხედარიც. მისმა ქვრივმა მხოლოდ 12 წლის შემდეგ მოახერხა ქმრის გვამისათვის კრემაცია გაეკეთებინა და ევერესტის ძირას მიმოეფანტა ფერფლი.


ვანდა რუტკევიჩი


image

ვანდა რუტკევიჩი ალპინიზმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია. 1978 წელს ის გახდა პირველი ევროპელი და მსოფლიოში მესამე ქალი, ვინც ევერესტი დაიპყრო, ხოლო 1986 წლის 23 ივნისს მსოფლიოში პირველი ალპინისტი ქალი, ვინც სიმაღლით მეორე მწვერვალ К2-ზე დაადგა ფეხი.


ის იყო ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ყველა თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალის დაპყრობისა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ რვაზე მოასწრო ასვლა. 1994 წელს სიმაღლით მესამე მწვერვალ კაჩენჯანგუზე ასვლის დროს ვანდა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მისი სხეული 1995 წელს იპოვეს იტალიელმა ალპინისტებმა.


ანატოლი ბუკრეევი


image

საბჭოთა ალპინისტი და სამთო გიდი, ფოტოგრაფი და მწერალი, ტიტულ "თოვლის ფოცხვერის'' მფლობელი ანატოლი ბუკრეევი პლანეტის 11 რვაათასმეტრიანი მწვერვალის დამპყობი იყო და საერთო ჯამში მათზე განხორციელებული ჰქონდა 18 ასვლა. ბუკრეევი მწვერვალ ანაპურნაზე (8073 მეტრი) ასვლის დროს დაიღუპა. საბაზო ბანაკში დაბრუნებისას ალპინისტებს ბუკრეევს, მოროს და სობოლევს ზვავი წამოეწია. მორომ მოახერხა ზვავიდან გამოძრომა და მაშველი ძალის გამოძახება, მაგრამ ბუკრეევის და სობოლევის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მათი გვამები დღესაც არაა ნაპოვნი.


და კიდევ, ერთი სევდიანი ისტორია ალპინისტი ცოლ-ქმრისა, რომელთაც საუკუნო განსასვენებელი ევერესტზე ჰპოვეს - სერგეი არსენიევი და ფრენსის დი სტეფანო


image


1998 წლის 22 მაისს მეუღლეები, გაატარეს რა 8200 მეტრ სიმაღლეზე სამი ცივი ღამე, წარმატებით ავიდნენ მწვერვალზე, ამასთან ასვლა განახორციელეს ჟანგბადის გამოყენების გარეშე. ამგვარად, ფრენსისი გახდა პირველი ალპინისტი ქალი, რომელიც ჟანგბადის გამოუყენებლად ავიდა ევერესტზე.

დაშვების დროს ქარბუქი ამოვარდა და მეუღლეებმა ერთმანეთი დაკარგეს. კაცი მშვიდობიანად დაბრუნდა ბანაკში, ქალი კი - არა.
მეორე დღეს ნახევრად გაყინული ფრენსისი ხუთმა უზბეკმა მთამსვლელმა ნახა. ისინი მწვერვალზე ასვლას ახორციელებდნენ. ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. უზბეკებს შეეძლოთ დახმარებოდნენ მას, მაგრამ ამ შემთხვევაში უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ და მწვერვალზე ასვლაზე უარი ეთქვათ. უზბეკმა მთამსვლელებმა გააგრძელეს გზა და სასოწარკვეთილი ქალი ყინულების გარემოცვაში დატოვეს.
როცა უზბეკები ბანაკში დაბრუნდნენ, სერგეის, რომელიც ცოლის დაკარგვამ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, უთხრეს, თუ სად ნახეს ფრენსისი. მამაკაცმა აიღო ჟანგბადის ბალონი და ცოლის მოსაძებნად წავიდა...სერგეი უკან აღარ დაბრუნებულა. ძლიერმა ქარბუქმა ის ორი კილომეტრი სიღრმის უფსკრულში გადაისროლა.

მესამე დღეს მთამსვლელების ახალმა ჯგუფმა კვლავ ნახა ფრენსისი - ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საოცარი იყო ამ კაფანდარა ქალის სიცოცხლის წყურვილი - მან ორი ღამე გაატარა ყინვაში, თოვლსა და ქარბუქში, 8500 მეტრ სიმაღლეზე, ჟანგბადისა და თავშესაფრის გარეშე და მასში ჯერ კიდევ ფეთქავდა მამაცი ალპინისტის გული.

მამაცი ცოლ-ქმრის ცხედრებს დღესაც ევერესტის ცივ ფერდობები ინახავს.



8
429
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
429
  
2016, 9 თებერვალი, 15:52
კაი იყო, თუმცა ნეტავი რისთვის იკლავენ თავს? ღმერთი არა კლავს და
2016, 18 იანვარი, 23:23
ძალიან ცუდი :(
2016, 18 იანვარი, 23:22
მხოლოდ ჭორები...
2016, 18 იანვარი, 23:21
ნეტა ამათგულში ჩამახედა რა აინტერესებთ გამაგებინა:(
2016, 18 იანვარი, 22:57
რად გინდა მერე? კაციშვილს არ აინტერესებს. ამდენი შრომა ჩავდე და მხოლოდ 50 ნახვა . გული მწყდება უბრალოდ...(
2016, 17 იანვარი, 13:55
როგორც ყოველთვის გამორჩეულ სტატიებს წერ მანჩო მაგარი სტატია მალადეც
2016, 16 იანვარი, 0:34
მადლობა..მიყვარს ასეთი თემები, მაგრამ ვეღარ ვიცლი :(
2016, 16 იანვარი, 0:30
კარგია..გავაზიარე...მაგარი სტატიია
0 1 8