x
image
მანჩო 777
ყველაზე უცნაური საგზაო მოძრაობის წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
საგზაო მოძრაობის წესები შემოღებულია იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება გაამარტივოს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში დაწესებული მეტად უცნაური კანონები პირიქით მოქმედებს - მძღოლსაც და ფეხით მოსიარულესაც თავგზას უბნევს და ამ წესების დარღვევისაკენ უბიძგებს. მოდით, ვნახოთ, რომელ ქვეყანაში მოქმედებს ყველაზე აბსურდული და ღიმილისმომგვრელი საგზაო მოქმედების წესები.


image



1. აშშ-ის ბევრ შტატში მოქმედებს საკმაოდ უცნაური საგზაო მოძრაობის წესები. მაგალითად, არკანზასში არ შეიძლება მანქანის დასიგნალება იმ ადგილებში, სადაც ყიდიან ცივ საუზმეს; კონექტიკუტში აკრძალულია მანქანაში ჭამა; ჯორჯიის შტატში არ შეიძლება გადაფურთხება მსუბუქი ავტომობილის და ავტობუსის ფანჯრიდან, აი სატვირთო მანქანის ფანჯრიდან გადაფურთხება კი ნებადართულია. პენსილვანიაში მანქანის ყველა მფლობელი ვალდებულია თან ჰქონდეს ბრეზენტის გადასაფარებელი ავტომობილისათვის, რათა ცხენიანი ეტლის შეხვედრის დროს გადააფაროს მანქანას. ალბათ იკითხავთ, რატომ? -იმისათვის, რომ ცხენი არ შეშინდეს და დაფრთხეს. შესანიშნავი წესია, არა?



2. ფინეთში ტაქსის მძღოლს არ აქვს უფლება მუსიკა ჩართოს მგზავრის თანდასწრებით ( რა ბედნიერება იქნებოდა, ჩვენთანაც რომ მოქმედებდეს ეს კანონი, მაშინ არ მოგვიწევდა იძულებით იმ უგემოვნო სიმღერების მოსმენა, რომლებიც ჩვენი ტაქსისტების 99% აქვს ჩართული).



image


3. ბანგკოკში ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება დღის განმავლობაში შეიძლება რამოდენიმეჯერმე შეიცვალოს.


4. საფრანგეთში აკრძალულია პოლიციელების და პოლიციის მანქანების ფოტოგრაფირება. თქვენ იმასაც კი არ გაპატიებენ, რომ ეიფელის კოშკს გადაუღეთ სურათი, ხოლო ფრანგი პოლიციელი სულ შემთხვევით მოხვდა კადრში.


5. საუდის არაბეთში ქალებს აკრძალული აქვთ ყოველგვარი სახის ტრანსპორტის მართვა, მათ შორის ველოსიპედისაც.



6. ტაილანდში ყველა სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, ჩაიცვას მაისური.


image


7. გერმანიის კანონმდებლობით აკრძალულია შუა თითის ან სხვა უხამსი ჟესტების ჩვენება გზაზე მოძრაობის დროს. ასე განსაჯეთ, ენის გამოყოფისთვისაც კი დაწესებულია ჯარიმა-200 ევრო.


8. ფილიპინებში არსებული უზამრაზარი საცობების განსატვირთავად არსებობს მეტად უცნაური კანონი: ავტომობილის მფლობელებს, რომელთა სანომრე ნიშნები 1-ზე და 2-ზე მთავრდება, არ აქვთ უფლება ორშაბათობით გამოიყვანონ მანქანა, იმ მძღოლებს, რომელთა მანქანების ნომრები 3-სა და 4-ზე მთავრდება, არ აქვთ უფლება სამშაბათობით დაჯდნენ საჭესთან, 5 და 6-ით დაბოლოებული მანქანის ნომრებიან ავტომფლობელებს ოთხშაბათობით აქვთ აკრძალული მოძრაობა და ასე შემდეგ...

მე თუ მკითხავთ, მშვენიერი წესია, არ მეთანხმებით? კარგი იქნებოდა ამ კანონის ჩვენთან შემოღება, იქნებ ცოტათი მაინც განიტვირთებოდა ქალაქი.


9. იაპონიაში უზარმაზარი ჯარიმა ელოდება იმ მძღოლს, რომლიც ფეხით მოსიარულეს ტალახს ან ჭუჭყიან წყალს შეაშხეფებს გუბიდან (სულ უფრო და უფრო მომწონს ეს "უცნაური" კანონები).


10. დიდ ბრიტანეთში მამაკაცს უფლება აქვს მოშარდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ შემთხვევაში, თუ ამას აკეთებს საკუთარი ავტომობილის უკანა ბორბალთან.


image

4
241
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
241
  
2016, 12 იანვარი, 23:34
დღეს ისეთ საცობში მოვხვდი, მგონი ეგ კანონიც არ უშველის თბილისს :(
2016, 12 იანვარი, 23:33
ჩვენთვისაა უცნაური, მათთვის - არა :)
2016, 12 იანვარი, 15:24
მე-8 კანონი იაპონიაშიც მოქმედებს და მართლა მომწონს. არც აქ გვაწყენდა და საცობების პრობლემაც განიტვირთებოდა და კიდევ თუ დაზიანებულ გზებს მიხედავდნენ, მით უფრო.
2016, 12 იანვარი, 12:12
მე-2,მე-8 და მე-9 განსაკუტრებით მომეწონა და მგონი ამ კანონებში უცნაური არც არაფერია,,,სავსებით ლოგიკურია
0 1 4