x
image
natia.a
"შენ იხუჭები და ის გადის" - სიკვდილის ემოციური ახსნა ქართველი პოეტისგან

imageპოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალებას ემოციურ პოსტს უძღვნის, რომელშიც სიკვდილის რაობაზე საუბრობს:


"რაც მამაჩემი გარდაიცვალა, ძილში არასდროს მინახავს. არადა ყოველღამით ვემზადები. ასე მგონია, მან თუ გადაწყვიტა - ან რომ არ შემეშინდეს ან ცუდი წინასწარმეტყველება არ მეგონოს რამე. და ამიტომაც დაიჭირა თავი სიზმრებისგან შორს. თუ არა ეს - აუცილებლად ვნახავდი. მხოლოდ ჩვენი ძველი ტელევიზორი მესიზმრება. ოდნავ ციმციმებს და მგონი მაცნე გადის, თუ რაღაც ძველი დროის გადაცემა. არ ვიცი. არც ის ვიცი, რატომ მაინცდამაინც ტელევიზორი. 14 წლის ვიყავი, სოფელში ავედით და ტყეში, სახლს ზემოთ როა, ერთ დიდ ხეზე, წალდით ჩემი გვარ-სახელის ინიციალები ამოკაწრა. მერე სულ მეუბნებოდა: “იი გ.კ. ქია იქინე’’. სულ ბოლოს, საავდმყოფოში, რაც მითხრა, სწორედ ეგ იყო: წელს ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვეო. მომავალ ზაფხულში რომ ავალ, აუცილებლად სხვა უფრო დიდ ხეზე ამოვკაწრავო. ამიტომაც მემაჩმეს სიზმრებში რა უნდა. მამაჩემი ახლა იქ არის. ტყეში. მე რომ ჩავალ - აუცილებლად ვიპოვი ახალ დიდ ხეზე ინიაციალებს.


და კიდევ, რა უნდა მეთქვა: თუ ძილი - თვალის მოტყუებაა, სიკვდილიც იგივე იქნება - ოღონდ სხვისი თვალის. როგორც იმ თამაშშია - შენ იხუჭები და ის გადის. ამიტომაც ის უფროა გამარჯვებული. და შენ ტყუილად ყვირი: გამარჯვებულო სადა ხარ, გამარჯვებულო გამოდი! ნუ გეშინიათ სიკვდილის. ოდესმე სხვა დაიხუჭება და ჩვენ გავალთ. მაშინ ვიპოვით სხვა “დაკარგულ’’ გამარჯვებულებს." - წერს გიორგი კეკელიძე.


image

0
174
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0