შოუბიზნესი ანრი ჯოხაძის ემოციური პოსტი-"ვუსმენდი ეთოს და მომინდა შობა მიმელოცა..." 2016, 7 იანვარი, 22:44 მომღერალი ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ყველასთვის საყვარელი მომღერლის ეთერ კაკულიას ხსოვნას ეძღვნება: "წეღან საჭესთან მჯდომი რადიო ტალღებზე ვეძებდი რამე ჩემთვის საინტერესო მუსიკას და უცებ ერთ-ერთ ტალღაზე ჩემი ეთერ კაკულია მღეროდა... ვუსმენდი ეთოს და მომინდა შობა მიმელოცა, ტელეფონისკენ ხელი წავიღე და გამახსენდა რომ ის აღარ არის ... სიმღერის ბოლოს ვიგრძენი რომ თვალები ცრემლებით მქონდა სავსე, ალბათ ძალიან მომენატრა. ჩემო ეთო, სადაც არ უნდა იყო ახლა, გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! P.S გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სანამ ცოცხლები ვართ." პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა: "ამ ქვეყნად ვევლინებით იმისთვის, რომ ერთმანეთი გავაცილოთ. ხოლო ეს სამყარო კი არის ადგილი, სადაც ჩვენი სიკეთისთვის უნდა ვაგოთ პასუხი, რადგან აქ ბოროტებას მიესალმებიან. უნდა გავუფრთხილდეთ ერათმანეთს, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს ვეღარ ვუთხრათ, რომ ძალიან გვიყვარს, რადგან ისინი როგორც ყოველი ჩვენთაგანი, შესაძლოა ხვალ აღარ ვიყოთ. მიყვარხართ ყველა.ანრი ჟოხაძე ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და ყველაფერს კარგს იმსახურებ ამ ქვეყნად!" " ის მუდამ ჩვენთან იქნება..." " ნათელი და სანთელი ჩვენს ეთოს..." "გაიხარე ანრი... დიდხანს იცოცხლე მისი სულის მოსაგონებლად..." შეგახსენებთ, რომ მომღერალი ეთერ კაკულია მზიმე ავადმყოფობის შედეგად 26 ივნისს გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა მთელ საქართველოს დაწყვიტა გული. ნათელში იყოს ქალბატონი ეთერის სული! 413 1-ს მოსწონს
|