x
image
K.P.
"ბილეთი დახეულია"-ნუკი კოშკელიშვილს დაგეგმილი ახალი წელი ჩაეშალა

image
ყველასათვის ცნობადი და საყვარელი ტელეწამყვანი, ფოტომოდელი და ჟურნალისტი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც სამშობლოსა და ახლობლებისაგან შორს ცხოვრობს. საყვარელი მეუღლის წყალობით თავს შესანიშნავად გრძნობს, თუმცა ახლობლები და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კი ინტერნეტის მეშვეობით ადევნებს თვალს. როგორც ირკვევა, ნუკის ახალი წლისთვის ბილეთი ჰქონდა ნაყიდი და დღესასწაულის სამშობლოში გატარებას გეგმავდა. მისი გეგმები შეიცვალა, ბილეთი განადგურებულია. რა გახდა ნუკის ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ჯერ უცნობია. "So proud!!! მე ბილეთი მქონდა დღეისთვის უნა ჩამოვსულიყავი ჩემს საყვარელ ქალაქში... გამეტარებინა ახალი წელი ჩემ საყვარელ ადამიანებთან ერთად.. მაგრამ... ბილეთი დახეულია და დავრჩი ნიუ იორკში! მინდაა იცოდე თბილისო მენატრები"-წერს ნუკი სოციალურ ქსელში. მეგობრებსა და გულშემატკივრებს გული ძალიან დაწყვიტა ამ სიახლემ და იმედოვნებენ, რომ ნუკი ამერიკაში უკეთეს დროს გაატარებს.image

"რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპროლემო"-ასე ახასიათებდა ნუკი მომავალ მეუღლეს.

ბევრი ჭორი გავრცელდა, მათ შორის ნუკის ფეხმძიმობის შესახებაც, რაც მან უარყო: "ძალიან ბევრმა მკითხა, ფეხმძიმედ ხარო? ვერ გავიგე ეს კითხვა რამ განაპირობა, ცოტა მოვპუტკუნდი თუ რა მოხდა, მაგრამ არა. ფეხმძიმედ არ ვარ".

ვუსურვოთ ნუკის წარმატებები და ბედნიერი ახალი წელი...image

1
507
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
507
  
2016, 2 იანვარი, 22:42
ვინ არის ეს ქალი რა შეგვჭამეთ?
0 1 1