საქართველო "ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია!!!!! არ გაბედოთ !!!!!!!"-ვის ემუქრება ელისო კილაძე-"ერთი უჯრედი ხარ!!!!" 2015, 26 დეკემბერი, 17:44 გაზეთ "ქრონიკა+"-ის სკანდალური რედაქტორი ელისო კილაძე, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზი" მორიგ სტატუსს აქვეყნებს. როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა, მას ვიღაც პიროვნებამ რედაქციაში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი მიუტანა, რაზეც მას ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და განაცხადა, რომ რედაქცია ემიჯნება მსგავსი შანტაჟის ფორმებს, რადგან ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და იგი როგორც თვითონ უწოდა, "ძონძს" დაემუქრა, რომ თუკი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ფირი სადმე გამოქვეყნდება, იმ პიროვნების მონაცემებს პროკურატურას გადასცემს: "ფარშის დისტრიბუცია, ალოო! როდის იყო ვინმეს პირადი ცხოვრების ფირები მაინტერესებდა?! მეორედ მსგავსი სისულელე აღარც კი გაიფიქრო და ოფისში მსგავსი ძონძები აღარ გამომიგზავნო. ერთი უჯრედი ხარ!!!!" "თუ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი სადმე გამოქვეყნდება, მთავარ პროკურატურას გადავცემ იმ პირის ფოტოს, ტელეფონის და ავტომანქანის ნომერს, რომელმაც ეს ფირი დღეს რედაქციაში მოიტანა. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით მსგავსი შანტაჟის ფორმებს. ოპონენტებს აკრძალული მეთოდებით არ ვებრძვით. ამიტომაც, "სტუმარი" ცხადია, უარით გავისტუმრეთ. ყველა ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია!!!!! არ გაბედოთ !!!!!!!" სტატუსს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა: ნანუკა: რა ხდება? ელისო: ძონძი მოაგზავნეს, ერთი მეოცნებეს პირადი ცხოვრების ფირით. გავუძახე გარეთ ამ წუთას. ნანუკა: გიჟდებიან სხვისი პირადი ცხოვრების ქექვაზე. მარაზმ... ელისო: ჰოო და, მე არ მჭირდება არავის პირადი ცხოვრების ფირები. ჩემი მასალები საკმარისად მაქვს. მეზიზღება ეს მარაზმი. 1314 3-ს მოსწონს 1-ს არა
|