საზოგადოება მარია გაიდარი მიხეილ სააკაშვილისგან შვილს ელოდება - ინფორმაცია ინტერნეტს იპყრობს 2015, 25 დეკემბერი, 14:22
"მარია არ მალავს, რომ ორსულობის მე-5 თვეში იმყოფება და აპრილში ელოდება "ოდესის პატარა გუბერნატორს", რომლის მამაც მოქმედი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილია. მარია გაიდარის თქმით, "მიშა შესანიშნავი მამა იქნება და იგი ძალიან გახარებულია მომავალი პატარათი, რომლის სქესსაც არაფრით არ გაგიმხელთ, არც ეცადოთ". გაიდარი ჩივის, რომ ტოქსიკოზი აწუხებს და ვერაფრით დაანება თავი სიგარეტის წევას, უფრო მეტიც, გადატვირთული დღის გრაფიკის გამო დღეში ორ ყუთსაც კი ეწევა. რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილთან ოფიციალური ქორწინების გაფორმებას, მარია გაიდარი აცხადებს, რომ "ეს საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დგას". P.S. როგორც უკვე აღვნიშნე, აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ რუსეთის ნაკლებად ცნობილ საიტებზე გაჩნდა. თარგმნილი სახით ვრცელდება რამდენიმე ქართულ საიტზეც, თუმცა იმის მტკიცება, რომ ინფორმაცია მორიგი ფეიკი არ არის, შეუძლებელია. 935 7-ს მოსწონს
|