საქართველო ელისო კილაძე-"ექს-პრემიერის ნათესავებმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს... " "ვცდილობდი სახე არ დამეკარგა..." 2015, 24 დეკემბერი, 7:37 "ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას სოციალური ქსელით ეხმიანება და იხსენებს ძველ სტატუსს: "ბატონო პრემიერო, თქვენც დაგიდგებათ დრო, როცა გიღალატებენ მეგობრები და დარჩებით მარტო! გადადგომის შემდეგ ბევრი დრო გექნებაათ ფიქრისთვის და დარწმუნებული ვარ, ყველაზე ხშირად ის ისტორია გაგახსენდებათ, რომელზეც ახლა დავწერე... სწორედ მაშინ მიხვდებით, რომ არანაირი გავლენა, ფული და თანამდებობა მეგობრების გაწირვად არ ღირს. ეს ბუმერანგის პრინციპია და აუცილებლად ბრუნდება უკან !!! ელისო კილაძე. 2015 წლის 28 იანვარი!" ასევე ელისო კილაძე იხსენებს თუ რამდენი შეურაცხყოფის გადატანა უწევდა მას და მის ოჯახს, როგორ სიბინძურეს და სისაძაგლეს უგონებდნენ, მაგრამ მაინც არ გაბოროტებულა და მადლობას უხდის ყველას ვინც რეალურ სამყაროში ამხნევებდა: "ბრძოლა იყო უთანასწორო. ექს-პრემიერის ნათესავებმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს: მოდიოდა სიბინძურის არნახული ნიაღვარი-შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩემს ოჯახს, შვილებს, მეგობრებს, პირადად მე. იგონებდნენ ათასგვარ სისაძაგლეს, ჩემი ნარკოდამოკიდებულების ჩათვლით, ეძებდნენ კომპრომატებს, იქექებოდნენ ჩემს წარსულში. მიუხედავად ამისა, ვცდილობდი სახე არ დამეკარგა, ვცდილობდი ფაქტებით და არგუმენტებით მეპაექრა, ვამხნევებდი ჩემს მეგობრებს, მამხნევებდნენ ჩემი შვილები, უფროსი სულ მეუბნებოდა-დამიჭერენ? მერე რა დე, კაცი ვარ !!! დღეს ეს ყველაფერი წარსულია, მიუხედავად, ყველაფრისა -არ გავბოროტდი და მოვახერხე პირად ბოღმაზე მაღლა დადგომა. ყველაფერი ვიცი, იმაზე მეტიც, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. შურისძიების გრძნობა არა მაქვს, ჩემგან ვერ მოისმენთ ნიშნისმოგებით ნათქვამ ვერც ერთ სიტყვას. მადლობა ყველას ვინც აქ და რეალურ სამყაროში მამხნევებდით, მადლობა"ქრონიკა+"-ის ძალიან მაგარ გუნდს, რომელსაც უპირობოდ სჯეროდა ჩემი სიმართლის. მადლობა ერთ ძალიან მაგარ ადამიანს, რომელსაც ერთი წუთით არ მიუტოვებივარ ამ ბრძოლაში და ერთად ბევრი რამე გადავიტანეთ !!! მე თქვენ მიყვარხართ! სულ ეს იყო !!!" 1078 2-ს მოსწონს 1-ს არა
|