x
image
მანჩო 777
ტურისტი ქალი ბიუსტჰალტერმა სიკვდილს გადაარჩინა
კურიოზული შემთხვევა, რომელიც, საბედნიეროდ, მშვიდობიანად დასრულდა, გერმანელ ტურისტ ქალს შეემთხვა, რომელიც თავის ქვეყანაში ველოსიპედით მოგზაურობდა. ის მონადირის ტყვიისაგან საკუთარმა ბიუსტჰალტერმა იხსნა. ქალბატონი მხოლოდ მცირეოდენი ტრავმით გავიდა იოლად.


image


როგორც გამომცემლობა Metro იუწყება, ქალბატონი, რომლის სახელიც არ მჟღავნდება, თავის მეგობართან ერთად მელკებურნის მიდამოებში მოგზაურობდა. ტყეში სეირნობის დროს წყვილი გარეულ ტახზე ნადირობის ზონაში აღმოჩნდა. უცებ მოგზაურებს გასროლის ხმა მოესმათ, იმავდროულად ქალმა მკერდის არეში ტკივილი იგრძნო. აღმოჩნდა, რომ ბიუსტჰალერის ფურნიტურის ლითონის ნაწილმა მონადირის მიერ ნასროლი ტყვია რიკოშეტით აისხლიტა, რამაც ქალბატონი უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა. რომ არა ეს პაწაწინა დეტალი, ტყვია მას პირდაპირ გულში მოხვდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალი სრულიად უვნებლად, მცირეოდენი დაჟეჟილობით გადარჩა, მან მაინც გადაწყვიტა ექიმებს ჩვენებოდა. ახლომდებარე საავადმყოფოს ექიმებმა ტურისტი ქალი საფუძვლიანად გამოიკვლიეს და დაამშვიდეს, რომ მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა, მცირეოდენი დალურჯება კი სულ რამოდენიმე დღეში გაივლიდა.



პ.ს. დასასრულს მინდა ავღნიშნო: აი, რას ნიშნავს ხარისხიანი ტანსაცმელი და აქსესუარები. საქართველოში გაყიდვადი ჩინური ბიუსტჰელტერების უმეტესი ნაწილი იმდენად უხარისხოა, რომ ტყვიას კი არა, სარეცხ მანქანაში ერთხელ გარეცხვას ვერ უძლებს. ასე რომ, გოგოებო, ატარეთ მხოლოდ ხარისხიანი თეთრეული, ხომ ხედავთ, თურმე მათ ჩვენი სიცოცხლის გადარჩენაც კი შეძლებიათ.

0
564
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
564
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0