ქალი და მამაკაცი "ბენს ღიპი ედება'', სარეცხის მანქანის გარეშე დარჩენილი ნუკი კოშკელიშვილი წუწუნებს 2015, 16 დეკემბერი, 1:24
"სიგარეტს თავი დავანებე და სირბილი დავიწყე, ბენს ღიპი ედება, ნეტა ვის მოუხდა დაოჯახება"- წერს ნუკი სოციალურ ქსელში და დილით ვარჯიშის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ნუკის უკმაყოფილებას მხოლოდ სამრეცხაო იწვევს. "ცხოვრების რამდენი დღე მეხარჯება ნეტავი აქ?"-წერს ნუკი. მისი მეგობრების გაკვირვება სარეცხის მანქანის არქონამ გამოიწვია, რასაც ნუკი ასე პასუხობს: "ბინები მანჰეტენზე არის ძალიან პატარა მეტწილად. გარეთ სარეცხს ვერ გაფენ, როგორც ჩვენთან. შესაბამისად სარეცხის მანქანაც და საშრობიც უნდა გქონდეს, ეს კი დიდ ადგილს იკავებს და ურჩევნიათ არ იყიდონ, ყოველ სახლს აქვს ასეთი ადგილი. მეც ყოველთვის მაინტერესებდა და ახლა გავიგე". ნუკი და ბენი საახალწლო სამზადისში არიან, უკვე ნაძვის ხეც დადგეს. როგორც ჩანს ერთმანეთს არაჩვეულებრივად შეეწყვნენ. ვუსურვოთ მათ ბედნიერი მომავალი.. 998 4-ს მოსწონს
|