x
image
natia.a
თბილისში გადაღებილმა გვირაბმა საზოგადოება აღაშფოთა - რა მოხდა ახალ გზაზე?
image
თბილისში, ახალ გზაზე მდებარე გვირაბი, ცობილი იყო გრაფიტით - სხვადასხვა ნახატითა და წარწერით მოხატული კედლებით. თუმცა ახლახანს აღნიშნული გვირაბი გადაღებეს. მისი ფოტო სოციალურ ქსელში მომხმარებელმა, ნაჯა ორაშვილმა გააზიარა, კომენტარით: „ყველაფერი წაშალეს, მხოლოდ კორპორაციების სარეკლამო ნახატები დატოვეს. სირცხვილი თქვენ“.


ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა ადამიანმა გააზიარა. მათ შორის მომღერალმა თიკა ჯამბურიამაც, რომელიც აღნიშნავს:


"როგორ მაინტერესებს გადაღებვის აზრი ვის მოუვიდა თავში?(((( ........
ამ გვირაბში შესვლა მიხაროდა ჩვენ ნაცრისფერ ქალაქში ერთ ერთი ის ადგილი იყო სადაც ფერად გარემოში ხვდებოდიი .....სირცხვილიაააა ვერ აღიქვა სილამაზეე და პროვინციულად მოექცე ხელოვნებას .... ჩემი ნება რომ იყოს სადაც კი ცარიელი კედელია ყველას მოვხატავდი ...........................‪#‎მოვხატოთყველაფერი‬ ‪#‎გავალამაზოთქალაქი"




როგორც ჩანს, გვირაბის გადაღებვის ამბავმა ინტერნეტში უკვე საკმაოდ პოპულარული "დაბნეული ტრავოლტაც" გააკვირვა:


image


ეს კი ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორი იყო გვირაბი გადაღებვამდე:



თუმცა, როგორც ინტერნეტში კომენტარებიდან ირკვევა, "მხატვრებს" ეს ხელს არ შეუშლით, პირიქით, "მათ მხოლოდ დაფა გაასუფთავეს ახალი იდეებისთვის" - ამბობენ ისინი.


ცნობისათვის: გრაფიტი (იტალ. graffiti, ბერძნ. γραφειν ვწერ) არის წარწერები ან ნახატები შენობებისა და კედლებზე, რომელიც ახალგაზრდების თვითგამოხატვის ერთ-ერთ საშუალებად ითვლება. თანამედროვე პერიოდში გრაფიტში ყველაზე გავრცელებული მასალა სასხურებელი საღებავები და მარკერები გახდა. ზოგადად მას სოციალური და პოლიტიკური შეტყობინებების გადასაცემად იყენებენ, თუმცა ზოგჯერ ნახატი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ხელოვნების ფორმადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა, მისი დატანა ნაგებობის კედლებზე პატრონის ნებართვის გარეშე ბევრ ქვეყანაში კანონით ისჯება.


ქვემოთ გთავაზობთ საკმაოდ შთამბეჭდავი გრაფიტის ნიმუშებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან:


imageimage
imageimage


1
3630
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3630
  
2015, 11 დეკემბერი, 22:18
რა საშინელებეაა :( :(
0 1 1