ქალი და მამაკაცი ვინ არის და რას საქმიანობს მაია ასათიანის ყოფილი ქმარი ირაკლი მახვილაძე 2015, 11 დეკემბერი, 0:31
დრო გავიდა და ურთიერთობები დაალაგეს, წყვილს ერთი ქალიშვილი 15 წლის ნუცა ჰყავს. შერიგებას კატეგორიულად გამორიცხავენ. ირაკლი ცდილობს შვილს ყურადღება არ მოაკლოს. წლების მანძილზე, ყოველ ახალ წელს ერთად იკრიბებოდნენ, ნუცას ოჯახურ გარემოს უქმნინენ, ერთმანეთის პირად ცხოვრებაში კი ნაკლებად ერეოდნენ. ირაკლი ტელერეჟისორია, ხშირად უწევს მივლინებებში წასვლა და იქიდან ხელცარიელი არასდროს ბრუნდება, ყოველთვის ჩამოაქვს საჩუქარი ნუცასთვის და მაიასთვისაც. ორივენი თვლიან, რომ უკეთესი მეგობრები არიან, ვიდრე ცოლ-ქმარი... წარსულს არ ნანობენ, რადგან ნუცა ჰყავთ. წლების შემდგომ, ირაკლიმ ახალი ოჯახი შექმნა და კიდევ ერთი შვილიც ჰყავს. ვუსურვოთ მათ წარმატებები... 9734 5-ს მოსწონს
|