x
image
hamunaptra1990
"ორ ნაწილად გაყოფილი ბავშვობა შუშის ორი მხრიდან ერთმანეთს ათვალიერებდა..."-ირინა სარიშვილის სულისშემძვრელი პოსტი.

image
ირინა სარიშვილი ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე:

"როგორ არ გიჭირთ საკუთარ სიკეთეზე წერა და ლაპარაკი?
ალბათ ამასაც არ უნდა ვწერდე, მაგრამ ზოგს ეს ხასიათში აქვს გადასული.
დღეს ერთ–ერთი არც თუ იაფი საკვები ობიექტიდან გარეთ, გალაპლაპებული შუშის მიღმა ქუჩაში, სიცივეში დედა–შვილი ისხდა და მოწყალებას ითხოვდა. ბავშვი, ულამაზესი პატარა გოგონა, დაუბანელი, დაუვარცხნელი და მაინც ძალიან ლამაზი, ასე 4 წლის იქნებოდა, ან ნაკლების. თითქოს უკრაინულად ლაპარაკობდნენ, აქაურებს არ გავდნენ. ამას არა აქვს მნიშვნელობა.
შუშის მეორე მხარეს კი სხვა დედა–შვილები და მამა–შვილები გემრიელად შეექცეოდნენ ბავშვებისთვის ძალიან საყვარელ რაღაც–რაღაცეებს და ქუჩაში იყურებოდნენ.
ასეთ დაწესებულებაში მარტო მდიდრები არ დადიან, მეც შემიყვანია ბავშვი, როცა საშუალება მაქვს, პატარა ზეიმი რომ მოვუწყო...
ეს არაა მთავარი...
მთავარი ისაა, რომ ორ ნაწილად გაყოფილი ბავშვობა შუშის ორი მხრიდან ერთმანეთს ათვალიერებდა – ერთი ნაწილი ქუჩაში, მეორე– სითბოდან.
ხოდა მშობლებო, დედებო, მამებო, აქ საკუთარ სიკეთეებზე წერას, გადით ასეთ დროს ქუჩაში და დაუბანელ შეციებულ პატარას ხურდა ფული კი არა, ის მიუტანეთ, რასაც თქვენს შვილს იმ დროს აჭმევთ, თან აკოცეთ, მერე რა რომ დასაბანია... და მერე აქ არ დაწეროთ, რაც გააკეთეთ...
მთავარია, თქვენმა შვილებმა დაინახონ და დ ხვალ ამ შვილების იმედი თქვენც და ქუჩაში გამვლელებსაც ექნებათ!"imageირინა სარიშვილი შვილებთან ერთად:image

0
286
2-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0