ქალი და მამაკაცი "ვერ ამოვშლი გულიდან", "რთულია, დიდი სიყვარულიდან მეგობრობაზე გადასვლა"-სალომე და გიორგი დაშორების შემდგომ ერთმანეთზე 2015, 10 დეკემბერი, 1:31
გორგი ვარდოსანიძისთვის ოჯახის დანგრევა ძნელად გადასატანი აღმოჩნდა, ამის გამო დეპრესიაც კი დაემართა. "ის პერიოდი ძალიან ცუდად, მძიმედ გადავიტანე. ვისაც თავში ჭკუა აქვს, ოჯახის დანგრევას კარგად ვინ გადაიტანს? დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მე არ ვიყავი ცუდად და სალომეც ასე იყო. ახლა ყველაფერი ლაგდება. ეს ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ცხოვრების ის ნაწილი იქნება, რომელსაც ვერ ამოვშლი გულიდან"-გვიამბობდა გიორგი. დაშორების შემდგომ, წყვილმა ურთიერთობა დაალაგა და შეძლებისდაგვარად მეგობრობენ კიდეც. "როცა შევხვდებით, ერთმანეთს ყოველთვის მოვიკითხავთ ხოლმე. არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთი დავივიწყოთ და არც კი მივესალმოთ. რა სისულელეა. ჩვენს ურთიერთობას მეგობრობას ვერ დავარქმევ, რადგან რთულია, დიდი სიყვარულიდან ეგრევე მეგობრობაზე გადასვლა, მაგრამ კარგი ურთიერთობა ნამდვილად გვაქვს"-ამტკიცებს სალომე. 447 3-ს მოსწონს
|