საზოგადოება სოზარ სუბარი ავარიაში მოჰყვა,არის მსხვერპლი 2015, 2 დეკემბერი, 15:58 ![]() მინისტრის ავტომობილი ტაქსს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა.სოზარ სუბარი და მისი მძღოლი არ დაშავებულან. "უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევითობისგან დაზღვეულები... გუშინ ღამით, წვიმიან ამინდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშაში, სოფელ მარანში რკინიგზის გადასასვლელთან. ავტოსაგზაო შემთხვევას ემხვერპლა 68 წლის ემზარ ხონელიძე. დედაჩემის სახელთან ერთად მის სახელს ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულის ოჯახს"-წერს საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე მინისტრის მეუღლე. ![]() 248 6-ს მოსწონს 1-ს არა
|