ქალი და მამაკაცი "ლევს ის ჩემზე მეტად უყვარს"-ვისთან უწევს ქმრის სიყვარულის "გაყოფა" ქეთა თოფურიას?! 2015, 2 დეკემბერი, 0:17 მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში მეუღლისა და მისი ძაღლის ვიდეოს ავრცელებს. "ეს არის ჩვენი ალაბაიჩიკი ლომიკი. ის 4 თვისაა და სალონის შემდეგ შოკშია . მე კი მივხვდი, რომ ის ლევს ჩემზე მეტად უყვარს, რადგან მე არასოდეს წავუყვანივარ სილამაზის სალონში"-წერს ქეთა. შეგახსენებთ რომ, ქეთა თოფურია უკვე 10 წელია ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტია. ქეთა დაქორწინებულია ებრაელ ბიზნესმენზე ლევ გეიხმანზე. წყვილს სამწლიანი რომანი აკავშირებდა. ლევ გეიხმანი კარგი ადამიანი გამოდგა, ქეთა ხშირად აღნიშნავს, რომ მის მეუღლეს ქართული მენტალიტეტი აქვს. როდესაც მომღერალის მამა, ანდრო თოფურიძე გარდაიცვალა ლიოვა ქეთას დედასთან მივიდა და დახმარება შესთავაზა. ის ტრადიციული ოჯახიდანაა, დედამისი უცხოენების სპეციალისტია, მამა კი აკადემიკოსი. მათ ოჯახს ცოტა ხნის წინ ახალი წევრი, პატარა ოლივია შეემატა. დაანგრევ თუ არა ღალატის გამო ოჯახს, ქეთას პასუხი ასეთია: "ყველა კაცი დაძვრება. ვერავინ ვერ დამარწმუნებს საწინააღმდეგოში. მთავარია, რომ ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოვიდეს. თუ ინფორმაცია ჩემამდე მოვიდა, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული როგორი ინფორმაცია იქნება. ერთი გაძრომისთვი ოჯახს არ დავანგრევ, ჭკუა უნდა იხმაროს ქალმა. თუ მივხვდი, რომ რომანებშია, არა იმიტომ რომ ვერ ვაპატიებ, თვითონ რაღად უნდა ქეთინო წავიდეს სხვასთან. წავიდეს არავინ უშლის, მთავარია მე ნუ გავიგებ და ვიგრძნობ ამას. ლევისთვის ეს პირველი ქორწინება გახლდათ, თუმცა მას უფროსი ქალიშვილიც ჰყავს. 16 წლის სონია შვეიცარიაში სწავლობს. მომღერალი შესანიშნავი დედინაცვალიც გამოდგა. სონია ქორწილშიც იყო, როდესაც შვეიცარიიდან ჩამოდის ქეთასთან ბინავდება. მეტიც, ხშირად დასასვენებლადაც კი ერთად დადიან. 2237 3-ს მოსწონს
|