საზოგადოება სოციალურ ქსელში მას ვერ იტანენ! ავსტრალიელი მილიონერის უცნაური ახირებები(+ფოტოები). 2015, 1 დეკემბერი, 14:55 მილიონერი, შოვინისტი და თამბაქოს ბიზნესის მფლობელი ტრავერს ბეინონი ინსტაგრამის ვარსკვლავად და ყველაზე აუტანელ მამაკაცად იქცა. ბეინონი მდიდრული სასახლის მფლობელია, სადაც მოდელის გარეგნობის სექსუალურ გოგონებთან ერთად ცხოვრობს. ავსტრალიელმა მილიონერმა, რომელსაც ყავს ოფიციალური მეუღლე, სოციალურ ქსელ ინსტაგრამაზე გვერდი შექმნა და ატვირთა თავისი ტკბილი ცხოვრების ფოტოები. რაღაც მცირე ხანში მას უკვე 400 000-ზე მეტი გამომწერი ყავს, რომელთა უმრავლესობაც ლანძღავს ბეინონს კომენტარებში. მისი ინსტაგარამის ფოტოების ნახვისას, მიხვდებით თუ რატომ ლანძღავენ მას. იგი ფოტოებში თავის უამრავ ლამაზმან გოგოსთან ერთად არის გადაღებული, საიდანაც ჩანს რომ ზოგჯერ გოგონებს თეფშების დანიშნულებაც კი აქვთ. მილიონერის სიმდიდრე და ნარცისიზმი აღიზიანებთ მის გამომწერებს, განსაკუთრებით კი მისი დამოკიდებულება სუსტი სქესის მიმართ არის გამაღიზიანებელი. რა თქმა უნდა მას თაყვანისმცემლებიც ყავს, რომლებიც ოცნებობენ მის მდიდრულ გარემოში მოხვედრაზე. ვიდრე სოციალური ქსელის მომხმარებლები განიხილავენ ცუდია თუ კარგია ბეინონი, როგორც მან განაცხადა იგი თავის საკუთარ რეალითი შოუს გადაღებას აპირებს და სულ მალე თავის გოგნებთან ერთად ეკრანებზეც გამოჩნდება. ახლა კი ნახეთ მისი ფოტოები ინსტაგრამიდან: 2197 2-ს მოსწონს
|