x
image
hamunaptra1990
"ასეთმა ბიჭებმა იციან მეგობრობის, გატანის, ერთმანეთის ატანის ფასი."

image
ქართველი პოლიტიკოსის, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ერთგულ მეგობრობასთან დაკავშირებით:

" -გიორგი, მესმის, ეს ფეხსაცმელი ძალიან მოგწონს, მაგრამ უკვე სასაქონლო ღირებულება არ აქვს-გამოსაცვლელია. ამას წინათ რომ გიყიდე, ისინი ჩაიცვი.
გიორგი, არ გესმის, შვილო? ეს ჯემპრი მერამდენედ გავკერე. იდაყვები ამოგლეჯილი აქვს. ხომ გიყიდე ახლახან ლურჯი ჯემპრი, რატომ არ იცმევ, ძალიან გიხდებოდა, როცა გეცვა.
რამდენიმე ხნის შემდეგ, გიორგის კლასელი მოვიდა, გიორგის ფეხსაცმელი ეცვა, მერე ზურიკო მოვიდა გიორგის ჯემპრით გამოწყობილი.
გიორგიმ თვალი დახარა, შერცხვა დედასი. როცა მეგობრები წავიდნენ, უთხრა:
-დედა, მითხარი, ხომ გაგიხარდა ზურიკოს ჩემი ფეხსაცმელი რომ ეცვა, მას დედა არ ჰყავს, რომ ჩემსავით უყიდოს. ასე ვუთხარი, მე დიდი მაქვს -მეთქი. ლაშას კი, ოჯახი უმუშევარი ჰყავს, ხომ იცი, მე და მან ჯემპრები გავცვალეთ. მასთან ნიძლავი სპეციალურად წავაგე...
-გამიხარდა შვილო, რომ ასეთი ვაჟკაცი გამიზრდიხარ. უფრო შემრცხვებოდა, ისინი დახეულ ტანსაცმელებში რომ მენახა, შენ კი- ახლებში გამოწყობილი.
-ამიტომაც მიყვარხარ, დედი, რომ ზუსტად ჩემნაირად ფიქრობ, -უთხრა გიორგიმ და ჩაეხუტა.
P.S.
ასეთმა ბიჭებმა იციან მეგობრობის, გატანის, ერთმანეთის ატანის ფასი.
ისინი მთელი ცხოვრება ერთურთის ტკივილით და სიხარულით ცხოვრობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და რაც მთავარია, სიცოცხლის ბოლომდე ერთგულნი რჩებიან ბავშვობის დროს პაწია გულებში ერთმანეთისთვის უსიტყვოდ დადებული ფიცის- ფიცის ერთმანეთის გატანა და სიყვარულზე.
ბელა ალანია
1 დეკემბერი, 2015

ასეთი ბიჭები გამოდიან კარგი ყმები, მამები და ნამდვილი კაცები.( ნანა ქართველის კომენტარი, რომელიც მომეწონა )".

image

0
581
1-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0