სხვა რატომ ირჩევენ გოგონები გამოსაქვეყნებლად ყოველთვის მე-6 სელფს? 2015, 29 ნოემბერი, 14:08
კვლევა ჩატარდა სატელევიზიიო არხ ITV-ზე გამავალი პროგრამის "დილა მშვიდობისა, ბრიტანეთო" დაკვეთით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 5 ათასმა ადამიანმა. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ სელფების გადაღებისას ქალები ჩვეულებრივ შლიან პირველ ხუთ ფოტოს და მხოლოდ მეექვსე ჯერზე გადაღებულს მიიჩნევენ ღირსად სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებისთვის. მამაკაცები კი სასურველ შედეგს მეოთხე ჯერზე აღწევენ. ექსპერტებმა ასევე გაარკვიეს, რომ ქალების 15% და მამაკაცების 19% ახდენს სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი ფოტოების პროგრამულ დამუშავებას: ამოჭრას, კორექციას და ა.შ. 168 6-ს მოსწონს
|