ქალი და მამაკაცი ქართველ ანჯელინად წოდებული ნატალი მაჩიტიძე: "ნუ გინდათ, ჩემშიც შორენა დაინახოთ. ბევრად მეტი შემიძლია" 2015, 29 ნოემბერი, 1:08
სულ სტერვა, მკვლელი და ბოზი შეიძლება ვითამაშო? რეჟისორებო, გაახილეთ კარგად თვალები და ნუ გინდათ, ჩემშიც შორენა დაინახოთ. ბევრად მეტი შემიძლია და გარეგნობით არ ვმანიპულირებ"-წერს ის სოციალურ ქსელში. ნატალი მაჩიტიძეს ხშირად ქართველ ანჯელინა ჯოლისაც უწოდებენ. ცოტა ხნის წინ მან დუტა სხირტლაძესთან ერთად სერიალ "მზარეულებისთვის" ეროტიკული სცენა ითამაშა. წლების წინ, ის საზოგადოებამ რეალითი შოუდან - "მდიდრები და ღარიბები" გაიცნო. ნატალი პროექტის გამარჯვებული გახდა. პირადი ცხოვრებს გამო კარიერაზე უარი თქვა, თუმცა წყვილი მაინც დაშორდა. "21 წლის ასაკში გავთხოვდი: "აზიატი" მამაკაცი შემიყვარდა, რომელსაც ჩემი პროფესია არ მოსწონდა. სიყვარულის გამო ჟურნალისტებსაც გავურბოდი. არ მინდა, "ხმამაღალი" ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ანჯელინა ჯოლის მამსგავსებენ. გადაცემა "პროფილში" ორეულებთან დაკავშირებული თემა რომ ჰქონდათ, როგორც ანჯელინას ორეული, მეც მიმიწვიეს, მაგრამ მეუღლემ, იქ მისვლის უფლება არ მომცა. ამბობდა, - ჩემი ცოლი ეკრანზე არ გამოჩნდებაო! ძალიან ჯიუტია... დღეს ერთად არ ვართ, თუმცა ბედით უკმაყოფილო მაინც არ ვარ: ღმერთმა ანგელოზივით შვილი - მარიტა მაჩუქა, რომელიც ჩემი ცხოვრების აზრია. ახლა ვაპირებ, ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდე და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო"-გვიამბობდა ნატალი სამიოდე წლის წინ. 960 4-ს მოსწონს
|