უკვე რამდენიმე თვე გაიდა მას შემდგომ, რაც ნუკი კოშკელისშილმა საქართველო დატოვა. მიზეზი არც არსებულ მთავრობაზე განაწყენება (თუმცა ეს უკანასკნელნი ნუკის გულზე ნამდვილად არ ეხატებიან) და არც კარიერა არ გახლავთ. ტელეწამყვანმა და ფოტომოდელმა საკუთარი სიყვარული სხვა კონტინენტზე იპოვნა. ნუკი ამერიკაში გათხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დატოვა, ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს, ცხოვრებისეულ სიახლეებს კი სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებს. ნუკისადმი საზოგადოების ყურადღება კი ერთიორად გაიზარდა, ყველას აინტერესებს მისი ამერიკული თუ პირადი ცხოვრება. სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ნუკიმ ტრადიციულად ფოტოები განათავსა. როგორც ჩანს გასული დღე მეუღლესთან, დედამთილ-მამამთილთან და მეგობრებთან ერთად გაატარა, ინდაური შეწვეს და კარგადაც მოილხინეს. ქართული საზოგადოება ამ ყველაფერს სულაც არ აღუშფოთებია. ის რამაც ხალხის აღტაცება გამოიწვია ნუკის უმაკიაჟო ფოტოებია. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ლამაზმანი მაკიაჟის გარეშე შესანიშნავად გამოიყურება და მეტიც, ის შოკისმომგვრელად ლამაზია.
შეგახსენებთ რომ, ნუკის რჩეული ბენჯი ხაიმი ამერიკელია, შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. იგი შესანიშნავად ხატავს და ბევრი სხვა ჰობიც აქვს. "ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპროლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე მსგავს რაღაცეებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"–ასე გაგვაცნო ნუკიმ ამერიკელი რჩეული.
ნუკის ადამიანებთან კონტაქტი არც არასდროს უჭირდა და შესაბამისად ახალ ოჯახისწევრებსა და მათ მეგობრობთან საერთო ენა მატივად გამონახა. ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ ყველა ბედნიერია...