ქალი და მამაკაცი რატომ იდანაშაულებდა თავს ნატალია ყიფშიძე მშობლების დაშორებაში 2015, 27 ნოემბერი, 2:27
ნატალია ჯერ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედის გვერდითაც ხშირად შენიშნავთ, წვეულებებსა თუ შეხვედრებზე. კრისტი ქალიშვილს ბავშვობიდან ასწავლის და აჩვევს საზოგადოებაში მოქცევის წესებს. მკაცრი დედა არ გახლავთ, მეგობრობენ, თუმცა გარკვეული აკრძალვები მაინც არსებობს. ოჯახის წევრებიან ერთადერთი ვისაც ნატალია საიდუმლოს უზირებს, ეს მისი მამიდა ლენუკა ყიფშიძეა. "რაღაც მოვუყევი კრისტის და მაშინვე მამაჩემს უთხრა. მამაჩემზე ხომ ლაპარაკი აღარ მაქვს, მთელ თავის სამეგობროს მოუყვა. წარმოიდგინეთ, რაღაცას ვუყვები და მერე მისმა მთელმა სამეგობრომ იცის, ბებომ, ბაბუმაც, რადგან მამაჩემმა თუ იცის, ესე იგი, მთელმა ოჯახმა იცის. ამიტომ, მშობლებთან არ მაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ დავუჯდე, მოვუყვე: ეს მოხდა, ერთი ბიჭი მომწონს... ჩემი მესაიდუმლე მამიდა ლენუკაა. ჩვენ მეგობრებიც ვართ. განსაკუთრებული ადამიანია. შემიძლია, ყველაფერი ვუთხრა. თან, ისეთ რჩევებს მომცემს, დამარიგებს..."-ამტკიცებს ნატალია. 1360 3-ს მოსწონს
|