საზოგადოება როგორ აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა შვილის დაბადების დღე. 2015, 22 ნოემბერი, 19:13 ტელეწამყვანის, მოდელის, მსახიობისა და საქართველოში ყველაზე სექსუალური ქალის შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე 10 ნოემბერს 14 წლის გახდა. ევა წლების მატებასთან ერთად ძალიან გალამაზდა, იგი დედას არაფრით არ ჩამოუვარდება სილამაზით და მეტიც, მისი სილამაზე ნატურალურია. შორენა ბეგაშვილს ევა პირველი და ერთადერთი უიღბლო ქორწინებიდან ყავს. იგი რუსთავში ცხოვრობდა, პატარა ასაკში გათხოვდა, მაგრამ მათი ოჯახი მალე დაინგრა. როგორც ქართველი სექსიმბოლო ამბობდა, იგი ერთი პერიოდი ბაზრობაზეც კი მუშაობდა. ახლა კი შორენა ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალია ქართულ ცნობილ სახეებს შორის. დედა-შვილს ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შორენა თითქმის ყველგან შვილთან ერთად დადის, სამოგზაუროდ თუ გასართობად. შორენა ბეგაშვილმა შვილის, ევა ბაბრბაქაძის დაბადების დღე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა. დაბადების დღეზე შორენას და, ლელა ბეგაშვილი და დედაც ესწრებოდნენ. ასევე იყვნენ დედა-შვილის მეგობრებიც. გარდა ამისა, პატარა ევა შეყვარებულია და მისი შეყვარებულიც ესწრებოდა ამ ზეიმს. რატომღაც სტუმრების უმრავლესობა შავ სამოსში იყო გამოწყობილი. ახლა კი გთავაზობთ ფოტოებს შორენას ულამაზესი გოგონას, ევას დაბადების დღიდან. ევა შეყვარებულთან ერთად: შორენას დედა და და, ლელა ბეგაშვილი შორენას დედა და და: 571 3-ს მოსწონს
|