x
image
natia.a
გიორგი გოგიჩაიშვილის პირველი არხიდან გაშვებამ საზოგადოება აღაშფოთა
image
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი გოგიჩაიშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს, პოპულარული საბავშვო გადაცემების (“ბასტი-ბუბუ”,
“ყოჩაღების ქუჩაზე”) წამყვანი იყო, „პირველ არხიდან“ ყოველგვარი ახსნა-განმატების გარეშე გაათავისუფლეს, ხოლო გადაცემა "ყაჩაღების ქუჩაზე" - დახურეს. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელმა, თეა კიკნაველიძემ დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:


„რა ხდება საზოგადოებრივ ტელევიზიაში?

დაიწყო ნადირობა ნიჭიერ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ადამიანებზე.
ადამიანი, რომლის სახელთანაც არის ასოცირებული ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემა "ბასტი-ბუბუ", სადაც არაერთი ნიჭიერი თაობა გაიზარდა, ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბავშვებთან ურთიერთობას მიუძღვნა - გიორგი გოგიჩაიშვილი "გოგიჩა", ტელევიზიიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე - გაუშვეს.

ჯერ იყო და დახურეს "პირველი არხის" ყველაზე რეიტინგული საბავშვო გადაცემა "ყოჩაღების ქუჩაზე" რომლის წამყვანიც ასევე გოგიჩა გახლდათ (ვითომ რამე უკეთესი მოიგონეს) ახლა კი ადამიანი საერთოდ ტელევიზიას მოაშორეს. ალბათ გულგრილი არ დარჩებიან ბავშვები და მათი მშობლები საყვარელი ტელეწამყვანის გარშემო მომხდარი ფაქტის მიმართ“ - ვკითხულობთ მის სტატუსში.
image

სტატუსი ნანუკა გოგიჩაიშვილმა საკუთარ ფეისბუქზე გაიზიარა და მომხდარით აღშფოთებულმა დაწერა:

„ნუ ჩვენთან უსამართლობა რომ "ყვავის" ეს არავისთვისაა დასამალი. ფეისბუქიდან გავიგე მეც ეს ამბავი და დავაშეარე. საუწყებელო მაუწყებელო დიდი დანაკლისი ხომ არ გაქვთ? “



აღნიშნულმა ფაქტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში გაკვრვება და აღშფოთება გამოიწვია.



0
531
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
531
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0