x
image
K.P.
"დიახ, მიშა მაგარია" ანუ რა სიურპრიზი მოუწყო მიხეილ სააკაშვილმა მეუღლეს?!
image
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უკრაინაში იმყოფება. იმის გამო, რომ მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მიხეილ სააკაშვილს არასახარბიელო მეუღლედ მოიხსენიებდნენ და ხშირად მიუთითებნენ მის ფავორიტ ქალბატონებზე, ქართული შოუბიზნესიდან თუ პოლიტიკიდან.

ასეა თუ ისე, მიხეილ სააკაშვილს ქორწინების 22 წლისთავი არ დავიწყებია და მეუღლეს 22 ვარდი გაუგზავნა. ამ ყველაფრის შესახებ სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოსაც ავრცელებს: "22 roses received from Odessa for our 22 years wedding anniversary!

დღეს ჩვენი ქორწინების წლისთავია და 22 ვარდი მივიღე ოდესიდან. დიახ - მიშა მაგარია!"

image


"მყავს ჰოლანდიელი მეუღლე სანდრა რულოვსი. ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით-სტრასბურგის უნივერსიტეტში სწავლისას. სანდრას გაცნობა საქართველოში ყოფნამაც განაპირობა, ის ხომ ამ ქვეყნისთვის ჭკუას კარგავს. სანდრას სიყვარულში სტრასბურგის, ევროპაში ყველაზე მაღალი, კათედრალური ტაძრის გუმბათზე გამოვუტყდი და მას შემდეგ ერთად ვართ. image

მამაკაცებო: საქართველოში ბევრი ლამაზი გოგო დადის, არჩევანი დიდია და რაც მთავარია, არ გაითვალისწინოთ სხვა გარემოება პირადი გრნობისა და რწმენის გარდა. ჩემი მეუღლე ეკონომისტია. ჩემი გულისთვის პრაქტიკასაც თავი მიანება და ამერიკაში სულ ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. ნიუ-ორკში ჩემს სტიპენდიაზე, სარდაფში ვცხოვრობდით.

სანდრა შესანიშნავი მეოჯახეა. როგორც წესი, ქართველები პირველად ბაღში არიან შეყვარებულები. სიმართლე გითხრათ, რომანტიკოსი ვარ"-
აი ასე გვიამბობდა მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სიყვარულის ისტორას რამდენიმე წლლის წინ. image

1
2951
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2951
  
2015, 19 ნოემბერი, 0:01
მაგარია აბა რა, ოღონდ უჰალსტუხოდ. :)))
0 1 1