საზოგადოება პეტრე კოლხი-მთელი საფრანგეთი ჩემთვის "პატარა უფლისწულია"... 2015, 16 ნოემბერი, 19:05 პეტრე კოლხი(კვარაცხელია) პარიზის ტერაქტს სოციალური ქსელ "ფეისბუქზე" სტატუსებით ეხმიანება: "მთელი საფრანგეთი ჩემთვის "პატარა უფლისწულია"... სულ არ იყო აუცილებელი ტერაქტის განხორციელება იმისთვის, რომ მასობრივი სიძულვილი და აგრესია გვეგრძნო... ჩვენს გარშემო უამრავი პატარა უფლისწულია და შევინარჩუნოთ... "დიდები ჩვენს ტკივილს ვერ გაიგებენ"... "ღმერთო, გამაგებინე ის ადამიანები, ვინც ქრისტიანობას სხვისი ცოდვებისგან ქვებით იცავს და საკუთარ სიბინძურეს ამართლებს..." "თუ ადამიანს უყვარხარ, ფანატიკოსს ეძახიან... თუ სძულხარ და შენზე აგრესიით საუბრობს, სამართლიანს... სარწმუნოების ამ "დებულებით" მთელი ქრისტიანობა ფანატიზმი ყოფილა, რადგან გვასწავლის, რომ ყველაში კარგი უნდა დავინახოთ..." "ყველა დამნაშავეა ამ ფაქტის წინაშე - ვინც გინდა იყოს, ქრისტიანი, მუსლიმი, კათოლიკე, ყველა ღვთისგან გაჩენილია და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვინმეს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ... სირიელი ბავშვის სიტყვები მახსენდება სიკვდილის წინ-"თქვენზე უფალს ყველაფერს მოვუყვები, იცოდეთ"- ნეტა მართლა უთხრას და უფალმა მაინც შეაჩეროს ეს სიძულვილი..." 54 3-ს მოსწონს
|