ქალი და მამაკაცი "ჩემი სხეული, გადარეული, გელოდება შენ!"-ნუკი კოშკელიშვილს ქმარი აპოგეას სიმღერას უმღერის 2015, 16 ნოემბერი, 2:47 ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ორიოდე თვის წინ ამერიკაში გათხოვდა. მისი რჩეული ბენჯი ხაიმი ამერიკელია, შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. იგი შესანიშნავად ხატავს და ბევრი სხვა ჰობიც აქვს. ნუკიმ ბენს ამერიკაში ჩააკითხა და მისი ბინის გასაღებიც მიიღო.ურთიერთობა მარტივად ააწყვეს და რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა. "ბენმა მითხრა აღარ აქვს აზრი შენს საქართველოში წასვლასო. ხომ ხედავ ლარი და დოლარი აღარ მეგობრობენო. აქ დოლარი და დოლარი კარგი მეგობრები არიანო"-განაცხადა ნუკიმ გადაცემა "კოქტეილში". ნუკი სოციალურ ქსელში ახალ-ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებს. წყვილი თაფლობის თვეს შესანიშნავად ატარებს. ამერიკელი მეუღლე ნუკის ანებვრებს და ყველ ახირებას უსრულებს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ბენი ქართულად ამღერდა. ის მეუღლეს აპოგეას სიმღერას უძღვნის. შეგახსენებთ, რომ აპოგეა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გმირია, როელიც ნუკი კოშკელიშვილმა განასახიერა. "ავად არის და ეს დამხვდა ტელეფონში... ერთობა ბიჭი...."-წერს ნუკი და სოციალურ ქსელში ვიდეოსაც ავრცელებს. ამ ყველაფერმა მისი ქართველი გულშემატკივრები ძალიან გაამხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ნუკი საქართველოდან შორსაა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებითა თუ ვიდეოებით რეიტინგსაც ინარჩუნებს. 1143 4-ს მოსწონს 1-ს არა
|