x
image
hamunaptra1990
ეკა ხოფერია-"მიკვირს საფრანგეთის დროშის ფერებით დადებულ პროფილის სურათებზე ქილიკი..."
image
ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალური ქსელით მიმართავს იმ ქართველებს, რომლებიც საფრანგეთის დროშის ფერებით დადებულ პროფილის სურათებს აქილიკებენ:


"ყველგან დასაგმობია ტერორიზმი, ყველგან... მიკვირს ცოტა ნიშნისმოგებით დაწერილი სტატუსების... მიკვირს საფრანგეთის დროშის ფერებით დადებულ პროფილის სურათებზე ქილიკი... ერთი პაწაწინა სოლიდარობის გამომხატველი ჟესტიც კი მსოფლიოს უფრო კეთილს ხდის, ადამიანს მეტად აფიქრებს. სხვა ყველაფერი დეტალებია და თუ ეს დეტალები სიკეთისა და დაფიქრებისკენაა მიმართული, მხოლოდ კარგია და მივესალმები!"

მის სტატუს გამოეხმაურნენ კომენტარებით:

" მართალი ხარ! ასეთი არაფერი გამიგია, თურმე არიან ადამიანები თან ძალიან ბევრი, რომლებმაც პროფილზე დროშის ფერები გააკრიტიკეს!"


"100%-იანია!!! რა გახადეს ეს დროშები! ვითომ ეხლა ჩვენზე მეტად გულიანები არიან და უფრე მეტად შესტკივათ გული! თურმე მაგათმა უნდა მასწავლონ! ძალიან გაბრაზებული ვარ!( მაინც კომპლექსებია ალბათ ეს ამ ხალხის).

სოციალურმა ქსელმა "ფეისბუქმა", როგორც მოგეხსენებათ პარიზის ტერაქტთან დაკავშირებით, შიუმუშავა პროგრამა, რომლის საშუალებითაც, ყველას ვინც სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთის მოქალაქეებს, პროფილის ფოტო შეუძლია საფრანგეთის დროშის ფერებით გამოაქვეყნოს. ეს კი ზოგიერთი ქართველისთვის მორიგი ხუმრობის საგნად იქცა.image

0
735
2-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
735
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0