x
image
K.P.
შორენა ბეგაშვილი: "ვეძებ სიმპათიურ, ფეხზე წამომდგარ მამაკაცს, პატარა ხელფასი ჩემიც მეყოფა"

image
მსახიობი შორენა ბეგაშვილი წარმოშობით რუსთავიდანაა. სკოლის დამთავრების შემდგომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარა. თეატრალურ სარდაფში ერთ-ერთ სპექაკლშიც ითამაშა, მოგვიანებით კი "ფლეი ბოისთვის" გაშიშვლდა. ამ ყველაფერს "ღამე შორენასთან" მოჰყვა. ტელეწამყვანის პოპულარობამ პიკს მიაღწია. ტელეწამყვანი, მსახიობი, ფორომოდელი და სექსსიმბოლოდ წოდებული უკვე წლებია პოპულარობას არ კარგავს, რისთვისაც ენერგიასა და ძალისხმევას არ იშურებს.image

შორენა მამაკაცების კასტინგს აცხადებს, გამარჯვებულს კი სექსსიმბოლოს უანგარო სიყვარული ელის. თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინც არ ელის, ჩვენს საუკუნეში ხომ მოთხვნები რადიკალურად შეიცვალა.

"ოშმ (ოჯახის შექმნის მიზნით) მიზნით, ვეძებ სიმპათიურ, ფეხზე წამომდგარ მამაკაცს, სასურველია, პირველივე პაემანზე გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

დაბალი, ჩამოუყალიბებელი და ფინანსურად არასტაბილური ნუ გამომეხმაურება. პატარა ხელფასი ჩემიც მეყოფა... მე, ჩემის მხრივ, ვუპასუხებ უანგარო სიყვარულით"-წერს მსახიობი სოციალურ ქსელში. რისთვის ეძებს ლამაზმანი მამაკაცს ოჯახის შესაქმნელად თუ მორიგი გადაცემისთვის ჯერ უცნობია.image

შეგახსენებთ რომ შორენა დაქორწინებული მხოლოდ ერთხელ გახლდათ, ბიზნესმენ დავით ბარბაქაძეზე. 17 წლის ასაკში შექმნილმა ოჯახმა ცხოვრების სირთულეებს ვერ გაუძლო. მსახიობს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, 14 წლის ევა ჰყავს. ევაზე მხოლოდ დედა ზრუნავს. გოგონას მამასთანაც აქვს ურთიერთობა, თუმცა ფინანსურად ნაკლებად ეხმარება."ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ერთად დავდივართ მაღაზიებში, ვასეირნებთ ძაღლებს, ვსაუბრობთ. ვცდილობ, მივცე ქალური რჩევები და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გავუზიარო"-გვიამბობს შორენა.image

2
1166
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1166
  
2015, 14 ნოემბერი, 14:50
კაი ხელფასი კაი მანქანა და კაი ცხოვრება რო მომცა შორენას რო არ ვეხვეწო.... :)
2015, 14 ნოემბერი, 12:20
აბა, ახალო ქართველებო (მამაკაცებო) ჩადექით რიგში!
0 1 2