x
image
K.P.
თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე დაინიშნენ
image
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე დაინიშნენ. წყვილის ურთიერთობა დაახლოებით ერთ წელს ითვლის. ერთმანეთი გადაღებაზე გაიცვნეს და რომანიც მალე გაჩაღდა. "როგორც კი დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო"-განაცხადა თამუნამ. სანდროს კი გარკვეული პერიოდი დასჭირდა გრძნობების აღსაქმელად და გამოსახატად. წყვილი საზოგადოებაში თითქმის სულ ერთად ჩნდება და ერთად შესანიშნავადაც ატარებენ დროს. ისინი ხშირად გვანებივრებენ ერთად გადაღებული ფოტოებითა თუ ვიდეოებით. საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის შესახებაც ინტერნეტით გვამცნეს.image

თამუნა მუსერიძე საზოგადოებამ სატელევიზიო გადაცემებით გაიცნო. დაქორწინებული ორჯერ გახლდათ და სამწუხაროდ, ორივე ურთიერთობა კრახით დასრულდა.

თამუნას პირველი მეუღლე მომღერალი აჩი ფურცელაძე გახლდათ: "მე და აჩის ერთი წლის განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი, ცოლად გავყევი და თვე-ნახევარში დავშორდი."

მისი მეორე მეუღლე კი გუფი, იგივე გურამ მაკალათია გახლდათ. "როდესაც ადამიანი გიყვარს, მისი ფინანსური მდგომარეობა არ უნდა გაინტერესებდეს, მაგრამ როდესაც ოჯახს ქმნი, ცოტაოდენი ფული ხომ მაინცაა საჭირო?! რომ მცოდნოდა, გუროს დუხჭირი მდგომარეობა ჰქონდა, ცოლად არც გავყვებოდი"-იხსენებს თამუნა.


მსახიობი სანდრო მიკუჩაძე რუსთაველის თეატრში და პოპულარულ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობს. ცნობადი სწორედ სერიალის წყალობით გახდა. სანდროს უიღბლო ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ელენე ჰყავს.

ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი...image

0
887
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
887
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0