ქალი და მამაკაცი "ჩვენს გასეირნებას მოჰყვა დიდი ამბები"-რა მოხდა რეალურად გურამ შეროზიასა და ნინი ონიანს შორის 2015, 11 ნოემბერი, 0:37
რაც შეეხება ფილმს, ის სულ რამდენიმეწუთიანია, თუმცა ქართულ რეალობას ასახავს: "მოკლემეტრაჟიანი ფილმია, დაახლოებით 3 წუთამდე, უცებ სანახავი. ქართულ სტერეოტიპებზეა და კარგად ასახავს ქართული რეალობის მოძველებულ თემებს. . რა თქმა უნდა, ფილმი სააშკარაოზე გამოვა, ნახავს ყველა, ვისაც აინტერესებს, რადგან ის ემსახურება ვიღაცეების გონების განათებას, ვისთვისაც ვარ "სატანა", "ქართველთმოძულე"... შეგახსენებთ რომ, ნინი ონიანი, რომელსაც ქართველ სექსსიმბოლოდ მოიხსენიებენ ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პროფესიით ფარმაცევტია. ბოლო კურსზე იყო, როდესაც ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მისი საქმე არ იყო. გოგონამ გადაწყვიტა თავი შოუბიზნესში დაემკვიდრებინა და სერიალ "დეტექტივებში" თამამი როლი შეასრულა. "იყო ისეთი სცენები სადაც შიშველი ვიყავი, მხოლოდ ტრუსები მეცვა. თავიდან მეგონა ვერ შევძლებდი. გავიცანი ის ადამიანი ვისთანაც უნდა მეთამაშა ეროტიული სცენა. ძნელია გადასაღებ მოედანზე შიშველი ყოფნა, როდესაც ამდენი ხალხი გიყურებს"-იხსენებს ნინი. გოგონა უკვე ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე, ის გადაცემა "ქალთა სახეები"-ის მსახიობია. ბევრს საუბრობდნენ ნინისა და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის რომანზე, რაც უბრალოდ ჭორი აღმოჩნდა. 2054 4-ს მოსწონს
|