x
image
K.P.
ნინი ბადურაშვილი ყოფილ ქმართან შერიგებაზე: "მიხარია, მზრუნველი მამა აღმოჩნდა"

image
ნინი ბადურაშვილი იმ ცნობილთაგანია, რომლებზეც საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. ცნობილი ოჯახის შვილი ბავშვობიდან სცენაზე დგას. მომღერლის მოულოდნელმა გათხოვებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო, თუმცა ყველაფერი ჯერ წინ იყო, ქმართან გაშორება და ირაკლი კუტალაძის განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნინის მიზანი მხოლოდ გათხოვება და შვილის კანონიერი ქორწინებიდან გაჩენა იყო. ბევრი ბრალდებისა და კინკლაობის შემდეგ წყვილმა ურთიერთობა დაალაგა. 2 წლის ელენე დედასთან, საქართველოში იზრდება, თუმცა მამის ოჯახსაც ხშირად სტუმრობს.
გოგონა ხშირად ირაკლისთან და ბებია-ბაბუასთან ერთად დუბაიში ისვენებს. ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, ის მამის ნებიერაა. ""დღეს ჩემი პატარა პრინცესას ელენე კუალაძის დაბადების დღეა. მინდა, რომ მან ყველაფერში აჯობოს მშობლებს, იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი. p.s. ის მეორე ქალია ჩემს ცხოვრებაში, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ, რა თქმა უნდა, დედაჩემის შემდეგ"-ასე მიულოცა ცოტა ხნის წინ ირაკლიმ ქალიშვილს დაბადების დღე. მამა ქალიშვილს სათამაშოებითა და ტანსაცმელით ანებივრებს. ელენე ისე იზრდება ხშირად ყველაფრის ორჯერ ჩაცმასაც კი ვერ ასწრებს. image

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ჭორის თანახმად ირაკლი და ნინი შესაძლოა შერიგდნენ. მომღერალი მიხვდა, რომ ყურადღებიანი და მდიდარი ქმარი დაკარგა, რის გამოც წარსულს ნანობსო. ჟურნლისტებმა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმეს. "ეს მხოლოდ ჭორია და სხვა არაფერი. არც მე და არც ირაკლი შერიგებაზე არ ვფიქრობთ, ეს გამორიცხულია. მიხარია, რომ ირაკლი მზრუნველი მამა აღმოჩნდა. მიუხედავად ჩვენი გაყრისა, ბავშვთან თბილი ურთიერთობა აქვს. მას საკუთარ შვილთან კონტაქტს არასდროს დავუშლი. მინდა, მათ შეეჩვიოს. მართებული არც იქნება, თავისი ოჯახი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ნახოს და უცხოობის განცდა ჰქონდეს"-განაცხადა ნინიმ. image

0
1444
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0